ფრენები შეჩერდა ნიუ იორკის „ლაგუარდიას“ აეროპორტის მიმართულებით, რაც საჰაერო მოძრაობის კონტროლის თანამშრომელთა ნაკლებობითაა გამოწვეული, განაცხადა შეერთებული შტატების ფედერალურმა საავიაციო სამსახურმა.
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობის საკითხთან დაკავშირებით თბილისის მერის, კახა კალაძის გადაწყვეტილებას ეხმაურება.
ახმეტის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განსახორციელებელი პრიორიტეტული პროექტების გამოსავლენად მოსახლეობასთან კონსულტაციები აქტიურად მიმდინარეობს.
გუბერნატორი, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერთან, ზვიად მხეიძესთან ერთად, დღეს სოფლის კრებებს ლიხეთში, აბარსა და ურავში დაესწრო.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული შავლეგო ტაბატაძე მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს, ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსებსა და სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. მხარის რწმუნებულმა დეტალურად ისაუბრა 2019 წელს რეგიონის მასშტაბით განსახორციელებელ პროექტებზე. ასევე, ყურადღება გაამახვილა სამუშაოების შესრულების ხარისხზე და ვადებზე.
პარტიაში მიმდინარეობს ძალიან ჯანსაღი პროცესი რომელიც პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ დააანონსა, განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს დავოსში, ამ თემაზე დასმული კითხვის საპასუხოდ.
სუსის თანამშრომლებმა წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარე გრიგოლ ივანეიშვილი დიდი ოდენობით ქრთამის აღებისთვის საკრებულოს სხდომაზე დააკავეს.
საბერძნეთის პარლამენტმა მეზობელი ჩრდილო მაკედონიისთვის სახელის გადარქმევის 27-წლიანი კამათი დაასრულა. დეპუტატებმა 156 ხმით 146-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირეს ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის სახელს, მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების ფართო ფენებში ამასთან დაკავშირებით ოპოზიციური განწყობაა.
საქართველომ „უმეტესად თავისუფალი“ სტატუსით ევროპის რეგიონის 44 ქვეყანას შორის პოზიცია ერთი საფეხურით გაიუმჯობესა და მერვე ადგილზე გადაინაცვლა, ხოლო მსოფლიოს 180 ქვეყანას შორის - მე-16 პოზიციაზე დამკვიდრდა, - ასეთია Heritage Foundation „ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი“ 2019 წლის კვლევის შედეგი. აღსანიშნავია, რომ საქართველოს საერთო ქულა აღემატება როგორც რეგიონის (68.6 ქულა), ისე მსოფლიოს საშუალო ქულას (60.8 ქულა).
2019 წელი დავოსში ჩვენთვის განსაკუთრებით წარმატებული იყო და დარწმუნებული ვარ, ის ეკონომიკური პოლიტიკა, რომელსაც ვახორციელებთ, კიდევ უფრო მეტ წარმატებას მოგვიტანს, განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე ვიზიტის შეჯამებისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.