თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა ბონდო სოფრომაძემ, მოადგილე მერაბ სირაძესა და საკრებულოს წევრ გია ბარათაშვილთან ერთად, ჭოგნარი-კვახჭირის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის აღდგენითი სამუშაოები დაათვალიერა.

სრულად...

შინაგან საქმეთა სამინისტრო გურჯაანში დაანონსებულ საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და კიდევ ერთხელ მოუწოდებს აქციების ორგანიზატორებს და მონაწილეებს, დაიცვან მართლწესრიგი და დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს.

სრულად...

თეთრმა სახლმა დაადასტურა, რომ შეერთებულ შტატებს ჯარები გამოჰყავს სირიიდან, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „ისლამური სახლემწიფო“ იქ „დამარცხებულ იქნა“.

სრულად...

დუშეთის მუნიციპალიტეტის მჭადიჯვრის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ კადოეთში და სოფელ ლამოვანში სასმელი წყლის სისტემის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.

სრულად...

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სალომე ზურაბიშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევას ულოცავს და გამოხატავს მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობისა და დემოკრატიული განვითარებისადმი.

სრულად...

გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ გურჯაანის რაიონულ სასამართლოსთან შეკრებილ საზოგადოებას მოუწოდა, რომ დავით კირკიტაძის მხარდასაჭერად, სასამართლოსთან ხვალ, 20 დეკემბერს 09:00 საათზე შეიკრიბონ.

სრულად...

ამაღლება-საპრასიის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე რეაბილიტაციის პროცესი სრულდება. მიმდინარე სამუშაოები დღეს ვანის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გოგორიშვილმა დაათვალიერა. აღნიშნული გზის აღდგენით სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ჯი და ჯი“ ახორციელებს.

სრულად...

ქალაქ ხონში საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა გრძელდება. ხონის მუნიციპალიტეტის მერმა, ლადო ჯურხაძემ ქალაქ ხონში ხობუას, გამსახურდიას, ნუცუბიძის, თამარ მეფისა და ჩოლოყაშვილის ქუჩებზე მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები მოინახულა. 

სრულად...

2018 წლის 19 დეკემბრიდან შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის და მართლწესრიგის დაცვის მიზნით, სიჩქარის მზომი სექციური „ჭკვიანი“ კამერები აამოქმედა ხობისა და რუსთავის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე.

სრულად...

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1980 წელს დაბადებული ი.ა. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი