ხონის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა გრძელდება. ასფალტის საფარის დაგება ამჟამად სოფელ ნახახულევში, ტაძრიდან ეძგვერაძეების უბნამდე მისასვლელ გზაზე მიმდინარეობს.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (19 დეკემბერი, 2018) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0008 პუნქტით გამყარდა.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავისი ერთჯერადი ამოცანა კახეთში კვირას წარმატებით შეასრულა და გრძელვადიანი ამოცანა მათი განა მართლა ის არის, რომ რაღაც სახელმწიფოებრივი კრიზისი შექმნან“, განაცხადა ექსპერტმა გია ხუხაშვილმა „TV პირველის“ ეთერში.
აღმოსავლეთ სარდლობის I ქვეითი ბრიგადა დაარსებიდან 26 წელს აღნიშნავს. პირად შემადგენლობას იუბილე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ და სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდალმა, პოლკოვნიკმა ალექსანდრე კიკნაძემ მიულოცეს.
2018 წლის ნოემბერში, წინა წელთან შედარებით ექსპორტი 19.6 პროცენტით გაიზარდა და 283.3 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს ექსპორტის შემდგომი ზრდის და დივერსიფიკაციის მიმართულებით.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ მონაწილეობა მიიღო და მოხსენება გააკეთა საქართველოს ელჩების კონფერენციაზე, რომელიც საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელი პირების მონაწილეობით საქართველოს პარლამენტის შენობაში მიმდინარეობს.
ვანის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა სამსახურის მხარდაჭერით, საერთაშორისო ასოციაციამ „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისთვის“ ვანში მცხოვრებ 17 შშმ პირს სამედიცინო ეტლები გადასცა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული დ.კ. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს.
„მუხლი, რომელიც დავით კირკიტაძეს შეეფარდა, აბსოლუტურად არაადეკვატურია და არ შეესაბამება თუნდაც იმ ქმედებას, რაც იმ შემთხვევაში იყო“, - განუცხადა ჟურნალისტებს გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელმა გიორგი ვაშაძემ გურჯაანში, სადაც ის და მისი თანამებრძოლები „ნაციონალური მოძრაობის“ დაკავებული წევრის, დავით კირკიტაძის სასამართლო პროცესის გამართვას ელოდებიან.
„დღეს თუ ვინმე უნდა იჯდეს საბრალდებო სკამზე, ეს დავით კირკიტაძე კი არ უნდა იყოს, არამედ პროვოკაციის მთავარი ორგანიზატორი გიორგი გახარია", ასე ეხმაურება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ზაალ უდუმაშვილი კირკიტაძისთვის ბრალის ოფიციალურად წარდგენას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.