საქართველოს პრემიერ მინისტრ მამუკა ბახტაძე საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეხვედრაზე - „ელჩების კონფერენცია 2018“ სიტყვით გამოვიდა.
საქართველოს თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის მეთაურის ე.ბ.-ის მიერ, ამავე ცენტრის რეკრუტ დ.ბ- ის მიმართ შესაძლო ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტთან დაკავშირებით 2018 წლის 17 დეკემბერს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში გამოძიება დაიწყო დანაშაულით გათვალისწინებული საქართველოს სსკ 389-ე მუხლის მე-2 ნაწილით.
გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით კირკიტაძემ, რომელიც გუშინ, 17 დეკემბერს დააკავეს, პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყო.
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ათონელის სასახლეში მივიდა. ქვეყნის უმღალესმა მთავარსარდალმა სამუშაო კაბინეტში განცხადებებიც გააკეთა.
პირველი სამუშაო დღე - საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი ათონელის საპრეზიდენტო რეზიდენციაში მივიდა. სალომე ზურაბიშვილმა სასახლეში საკუთარი სამუშაო კაბინეტი მოინახულა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი და საპარლამენტო მდივანი დაასახელა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი დააკავეს.
დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლაზე ხელმეორე რეფერენდუმის ჩატარება „იმედს გაუწბილებდა ბრიტანელ ხალხს“, გამაფრთხილებლად განუცხადებს ტერეზა მეი თემთა პალატის წევრებს, იტყობინება BBC.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ მონაწილეობა მიიღო „თიბისი ბანკის“ მიერ ორგანიზებული ბიზნესდაჯილდოების ცერემონიაში და ნომინაციაში „წლის ქართული პროდუქტი" გამარჯვებული კომპანიის „გეფერინის" წარმომადგენელს ჯილდო გადასცა. აღნიშნული კომპანიის გარდა, ნომინანტები ასევე იყვნენ აგროკომპანია „ჰერბია" და სამედინიციო პრეპარატების მწარმოებელი კომპანია „ნეოფარმი".
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია საქართველოს სადაზღვევო ასოციაციის წევრი იმ კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ, რომლებმაც მინისტრს რამდენიმე დღის წინ წერილით მიმართეს და სადაზღვევო ბაზრის განვითარების საკითხების შესახებ შეხვედრა სთხოვეს.
„დღეს ვიწყებთ ელჩების კონფერენციას, რომელიც წელს პირველად, ახალი ფორმატით ჩატარდება და ბევრი ახალი სიახლე გვექნება, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო და მთლიანად რეგიონი, ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას", აცხადებს დავით ზალკალიანი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.