ლენტეხის მუნიციპალიტეტში 2018 წლის განმავლობაში 7 მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება იყო დაგეგმილი.
ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი კაჭრეთში, სასტუმრო „ამბასადორში“ ოფიციალურად გაიხსნა. კურსის მონაწილეებს თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის (DIB) სკოლის დირექტორი თეა ნიკოლაშვილი მიესალმა და კურსის მნიშვნელობაზე ესაუბრა. პირველი დღე საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემაზე, თანამედროვე გამოწვევებსა და კიბერსაფრთხეების შესახებ დისკუსიას დაეთმო.
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა რურუას გარდაცვალების თაობაზე შინაგან საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.
სტიქიის შედეგებსა და სალიკვიდაციო ზომებზე იმსჯელეს დღეს თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიაში გამართულ თათბირზე.
კულტურისა და ძეგლთა დაცვის ყოფილი მინისტრი და ყოფილი დეპუტატი, "ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა რურუა საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას ამის შესახებ მისი ახლობლები ადასტურებენ.
4 დეკემბრის სხდომაზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებაზე ზედამხედველმა ორგანო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა პირველად შეაფასა საქართველოს მთავრობის მიერ სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილების -„მერაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ -აღსრულების საკითხი.
ამ შემთხვევაში კმაყოფილი ვარ, რომ გაერთიანებული ოპოზიციის მოთხოვნა და ჩვენი მოთხოვნები ემთხვევა ერთმანეთს, განაცხადა „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ.
„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე ხელისუფლებას მოუწოდებს, სიტუაცია ადეკვატურად შეაფასოს. მისი აზრით, „ქართული ოცნების“ მხრიდან გაკეთებული შეფასებები, თითქოს გაერთიანებული ოპოზიციის მიტინგზე არცთუ ისე ბევრი ხალხი მივიდა, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ თავის მოტყუება.
გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას" პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე ხელისუფლების მხრიდან პრეზიდენტის ინსტიტუტის დაკნინების მიზანმიმართულ მცდელობაზე საუბრობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.