რუსთავის საქალაქო სასამართლოში მარნეულის ყოფილი მერის თემურ აბაზოვის საქმის არსებითი განხილვა დასრულდა. ადვოკატის განცხადებით, აბაზოვის ბრალის დადასტურება ვერ მოხერხდა, პროკურორმა კი თქვა, რომ „კონკრეტული ბრალდებულების მიმართ უდავოდ დადგება გამამტყუნებელი განაჩენი“.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (9 ოქტომბერი, 2018) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0071 პუნქტით გაუფასურდა.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრის, მეუფე შიო მუჯირის განცხადებით, ეკლესიის მოლოდინია, რომ მარიხუანას კულტივაციის შესახებ კანონპროექტი პარლამენტიდან გაწვეული იქნება. მეუფის თქმით, ეკლესია საკანონომდებლო ორგანოს სწორდ ამისკენ მოუწოდებს.
„ჩემი პრეზიდენტობა, ჩემი პოლიტიკაში მოღვაწეობა მთლიანად, არცერთ შემთხვევაში არ დამთავრდება ისე, რომ მე ფოთის პორტი არ დავუბრუნო ფოთელებსა და ქართველ ხალხს“, განაცხადა „ლეიბორისტული პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატმა, შალვა ნათელაშვილმა ფოთში, ჟურნალისტებთან საუბრისას.
„ომეგა ჯგუფის“ საქმეზე გავრცელებული ფარული აუდიოჩანაწერები ავთენტურია, აცხადებენ კომპანიის წარმომადგენლები, რომლებმაც ცოტა ხნის წინ გაასაჯაროვეს ჩანაწერებზე დანიშნული ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც „ომეგას“ დაკვეთით ერთ-ერთმა წამყვანმა ბრიტანულმა ბიურომ ჩაატარა.
ექიმების მიერ ჩემს ფონდში თანხის გადმორიცხვაზე აუდიტის სამსახურმა გამოძიება დაიწყო, რადგან ამის შესახებ გარედან შემოსული იყო კითხვები, აუდიტი თავის მოვალეობას ასრულებს, რაც სრულიად ნორმალურია, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ „ომეგა ჯგუფის" ხელმძღვანელთან, ზაზა ოქუაშვილთან, ყოფილი პრემიერ მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა შედგა. როგორც გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრა, რომელსაც თავად ბიზნესომბუდსმენის სტატუსით ესწრებოდა, სოლოლაკში, ბიზნესცენტრში გაიმართა და მას ივანიშვილი, როგორც ქვეყნის ყველაზე მსხვილი ბიზნესმენი, ისე ესწრებოდა.
თავდაცვის მინისტრმა საქართველოში ევროკავშირის ახალ ელჩს უმასპინძლა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ლევან იზორიამ კარლ ჰარცელს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა, წარმატებები უსურვა და ევროკავშირის წარმომადგენლობასთან თანამშრომლობის გაღრმავების იმედი გამოთქვა.
საქართველოს დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ამომრჩეველთან შეხვედრებს განაგრძობს. დღეს, სალომე ზურაბიშვილი ქვემო ქართლის რეგიონში რუსთავში და გარდაბანში მცხოვრებ მოსახლეობას ხვდება.
პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი წინასაარჩევნო კამპანიას განაგრძობს. მოსახლეობასთან შეხვედრა დღეს რუსთავში, ქალაქის თეატრში გაიმართა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.