ვანის მუნიციპალიტეტში დღეს იმერეთის ვიცე გუბერნატორი ბესიკ გოფოძე ადგილობრივი ხელისუფლების წევრებთან ერთად, 21-ვე ადმინისტრაციული ერთეულის ადგილობრივ მაცხოვრებლებს შეხვდა და პროექტის „დანერგე მომავალი“ ახალი ქვეკომპონენტი გააცნო, რომელიც „კენკროვანი კულტურების“ განვითარებაზეა ორიენტირებული.
ევროსაბჭომ მოსკოვს უარი უთხრა სანქციების გაუქმებაზე. 99 მომხრე, 79 - წინააღმდეგი, 16-მა თავი შეიკავა. სწორედ ასე გადანაწილდა ხმები და რეზოლუცია განსახილველად კომიტეტებში დაბრუნდა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია მოხსენებით გამოვიდა საქართველო-გერმანიის ბიზნესფორუმზე, რომელიც მაინის ფრანკფურტში საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.
თბილისში, 3 ლოკაციაზე, დღეიდან სიჩქარის კონტროლის 6 სექცია ამოქმედდა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო დეტალურ ინფორმაციას ავრცელებს.
შეერთებული შტატების ელჩმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში ნიკი ჰეილიმ გამოაცხადა, რომ პოსტიდან მიდის. დონალდ ტრამპმა, რომელიც ოვალურ ოფისში ჰეილის გვერდით გამოჩნდა, განაცხადა, რომ ელჩი ნიკი ჰეილი „ძალიან წარმატებული“ იყო და მან „დაუჯერებელი სამუშაო“ გასწია.
ზაზა სარალიძესა და მალხაზ მაჩალიკაშვილს თბილისში, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე კარვის კონსტრუქციის გაშლის უფლება არ მისცეს. აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის რამდენჯერმე შეხლა-შემოხლა მოხდა.
არის ერთი პატარა სამოთხე, რომელსაც საქართველო ჰქვია და იმ პატარა სამოთხეში ცხოვრობს ერთი პატარა ერი, რომელსაც უცემს დიდი გული კაცობრიობის წარმატების, სიკეთისა და ბედნიერებისთვის, – ილია ჭავჭავაძის ამ სიტყვებით დაიწყო გამოსვლა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საქართველოს, როგორც ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმარი ქვეყნის პავილიონის გახსნაზე.
ნაკომუნისტარმა, „გადემოკრატებულმა“ და გაპუტჩისტებულმა შევარდნაძემ, 1992 წელს პრეზიდენტ გამსახურდიას კანონიერი ხელისუფლების დამხობის შემდეგ, მის 1 წლიან მმართველობას „პროვინციული ფაშიზმი“ უწოდა, რითაც მიზეზ-საბაბი მისცა საქართველოს მტრებს („დაბნეულ მოყვრებსაც“), რომ რუსეთის მიერ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში გაღვივებულ ეთნიკურ, სისხლისმღვრელ კონფლიქტებში ქართველები დაედანაშაულებინათ, რამაც სეპარატისტებს ქართველთა ეთნოწმენდის განხორციელების „გამართლების“ საშუალება მისცა!..
თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ირაკლი ოქრუაშვილმა TV პირველის გადაცემაში „რეაქცია“ განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილი არაპირდაპირი გაგებით ლავროვის თანაშემწეა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.