ეს იაფფასიანი საბჭოთა პროვინციალიზმია, ასე აფასებს პოლიტოლოგი ალექსეი მალაშენკო ფაქტს, რომ „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონის დარღვევის გამო, რუსული დელეგაციის სამი წევრი საქართველოს ტერიტორიაზე არ შემოუშვეს.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სვენეთში გზაზე მოძრავ ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა, რომელიც ახლომდებარე ტყეზე გავრცელდა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (4 სექტემბერი, 2018) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0061 პუნქტით გაუფასურდა.
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი დამოუკიდებელი ექსპერტის, ნონა მიხელიძის მიერ წარდგენილ ანგარიშს ევროპარლამენტში მიკერძოებულს და არაკომპეტენტურს უწოდებს. ჩუგოშვილი მიიჩნევს, რომ როდესაც რისკი ჩნდება, რომ ევროპარლამენტი არაკომპეტენტურ ანგარიშს დაეყრდნოს, ეს არ უნდა დაუშვან და ევროპარლამენტს სწორი ინფორმაცია უნდა მიაწოდონ.
პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებათა საკითხებში ევროკომისარს, იოჰანეს ჰანს შეხვდა.
პირველი ექსპერიმენტული სკოლის დირექტორმა, ხათუნა ბარაბაძემ თანამდებობა დატოვა. ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე ორივე მსჯავრდებული მოზარდი პირველი ექსპერიმენტული სკოლის მოსწავლე იყო.
„ძალა ერთობაშია“-ს საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე, რომელიც ამომრჩეველს ამჯერად ხარაგაულში შეხვდა, აცხადებს, რომ დღევანდელი ხელისუფლება „პირდაპირ არის ქვეყნის გაძარცვაზე გადასული, იმიტომ რომ იცის, აქვს ჩემოდნები ჩასალაგებელი და ემიგრაციაში არიან წასასვლელი“.
რუსეთის დელეგაციის სამი წევრი საქართველოს ტერიტორიაზე არ შემოუშვეს. დელეგაციის შემადგენლობაში მედიაექსპერტები და ჟურნალისტები არიან.
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის ერთ-ერთი წევრი ირაკლი აბესაძე აცხადებს, რომ კომისია პროკურატურის ყოფილი თანამშრომლის, მირზა სუბელიანის მიმართ გამოძიების დაწყებას ითხოვს, რადგან როგორც აბესაძე ამბობს, სუბელიანის მიმართ სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული რამდენიმე დანაშაულის ნიშნები არსებობს.
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ლევან კობერიძე C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში ახალ ინიციატივას გამოეხმაურა, რომლის თანახმად პროგრამაში ჩასართავად საჭირო კვლევების ღირებულება კიდევ უფრო მცირდება
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.