რუსი ჟურნალისტებისა და ექსპერტების მონაწილეობით თბილისში მიმდინარე მედიაფორუმს „დაცინვას და ცინიზმს“ უწოდებს „ევროპული საქართველოს“ დეპუტატი ზურაბ ჭიაბერაშვილი.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი პარლამენტის საშემოდგომო სესიის გახსნით სხდომაზე ევროპარლამენტში საქართველოს მიერ ასოცირების ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებით წარმოდგენილ ანგარიშს გამოეხმაურა. არჩილ თალაკვაძის თქმით, ანგარიშში არის პოზიტიური შეფასებები და საქართველო წარმატებით ასრულებს იმ რეფორმებს და საშიანო დავალებებს რაც ნაკისრი აქვს აღნიშნული ხელშეკრულებით.
რუსი ჟურნალისტებისა და ექსპერტების მონაწილეობით თბილისში მიმდინარე მედიაფორუმს ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, „ქართული ოცნების“ ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ვოლსკი, რომელიც მიიჩნევს, რომ რუსებს არ გააჩნიათ რაიმე რესურსი იმისათვის, რომ „ჩვენს საზოგადოებას ტვინი გამოურეცხონ და სხვანაირად აფიქრებინონ“.
განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა, რომ პირველი ექსპერიმენტული სკოლის დირექტორმა თანამდებობა საქმეში საკუთარი მორალური პასუხისმგებლობის გრძნობის გამო დატოვა. რაც შეეხება 51-ე საჯარო სკოლის დირექტორს - მინისტრი აცხადებს, რომ ელოდებიან გამოძიების და კომისიის მუშაობის დასრულებას და თუ საჭირო იქნება სამინისტროს მხრიდან, რაიმე გადაწყვეტილების მიღება, ის კომპეტენციის პირობებში იმოქმედებს.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა, შავლეგო ტაბატაძემ მოადგილესთან იოსებ ხახალეიშვილთან ერთად 14 წარჩინებული მოსწავლე და 2 პედაგოგი გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ლატვიაში გაამგზავრა. მხარის რწმუნებული ბავშვებს ქუთაისის დავით აღმაშენებლის აეროპორტში შეხვდა და წარმატებული ვიზიტი უსურვა.
რუსეთის წარმომადგენლების მონაწილეობით თბილისში მიმდინარე მედიაფორუმის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია იმართება. სასტუმრო „ვერე პალასთან“ მიმდინარე აქცია-პერფორმანსის მონაწილე მანანა ანდღულაძემ განაცხადა, რომ აქციები 7 სექტემბრამდე გაგრძელდება.
საქართველოს შეიარაღებულ ძალებს ნორვეგიის სამეფოს სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი ტორგიერ გროთრუდი ესტუმრა. ნორვეგიულ დელეგაციას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ პოლკოვნიკმა ნიკოლოზ ჯანჯღავამ უმასპინძლა.
გუბერნატორი ბესიკ ამირანაშვილი ახალქალაქი- ნინოწმინდის მაჟორიტარ დეპუტატს და მუნიციპალიტეტების სამსახურების ხელმძღვანელებს შეხვდა. სამუშაო შეხვედრაზე იმსჯელეს მუნიციპალიტეტებისთვის მნიშვნელოვან და პრიორიტეტულ პროექტებზე, რომელთა განხორციელებაც ხელს შეუწყობს ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტების სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებას.
ავტოავარიის შედეგად ბათუმში ორი ადამიანი დაშავდა. შემთხვევა ბათუმის შემოსასვლელ ესტაკადასთან მოხდა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობის მცდელობის, თაღლითობისა და სამსახურებრივი სიყალბის ფაქტებზე სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველ ოჯახებზე ერთჯერადი სოციალური დახმარების გაცემის კომისიის მდივანი ნათია პ. სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.