საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზებული ბრიგადის საკონფერენციო დარბაზში ფილმის - „ექვთიმე ღვთისკაცი“ ჩვენება გაიმართა. ისტორიულ-ბიოგრაფიული ფილმი სამხედრო მოსამსახურეებს რეჟისორმა, ნიკოლოზ ხომასურიძემ წარუდგინა.
ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ მოადგილეებთან ერთად გუბის ადმინისტრაციულ ერთეულში გასვლითი თათბირი გამართა.
„მოციმციმე არითმიის კარდიოგრამა“ - ასე აფასებს „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ დამოუკიდებელი პროფკავშირების წევრი, „პირველი არხის“ საინფორმაციო პროგრამა „მოამბის“ ყოფილი მთავარი რედაქტორი და „მეორე არხის“ ყოფილი გენერალური პროდუსერი დოდო შონავა მაუწყებლის გენერალური დირექტორის, ვასილ მაღლაფერიძის მენეჯმენტს.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (5 სექტემბერი, 2018) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0321 პუნქტით გაუფასურდა.
დღეს, "ელიტური" ქართული საზოგადოება, პოლიტიკური სპექტრი, მასმედია, "ღირებულებების გადაფასების პროცესშია" ("ვერ გარკვეულან", რომელია "პირველი" და რომელი "მეორე"?!) და ამიტომ, მათგან "აღრეულ, დამაბნეველ" გზავნილებს ღებულობს ქართველი ხალხი, რაც აისახება ჩვენი ერის პოლიტიკურ, სოციალ-ეკონომიკურ, საგანმანათლებლო-კულტურულ, ფსიქოლოგიურ-სულიერ მდგომარეობაზე!
„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ დამოუკიდებელი პროფკავშირების წევრი, „პირველი არხის“ საინფორმაციო პროგრამა „მოამბის“ ყოფილი მთავარი რედაქტორი და „მეორე არხის“ ყოფილი გენერალური დირექტორი დოდო შონავა მაუწყებელში ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ პროფკავშირმა არხის იმ თანამშრომლებთან ერთად, რომლებმაც მაუწყებლის მენეჯმენტისგან შრომის ახალი პირობები მიიღეს და რომელიც შონავას აზრით, ფაქტობრივად გათავისუფლებაა, ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა ყველა შეკითხვას პასუხი გაეცეს.
„პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატი ირმა ინაშვილი საპარლამენტო უმრავლესობას მოუწოდებს, მხარი დაუჭირონ მათ რეზოლუციას, რომელიც დეპუტატის თქმით, ითვალისწინებს 2004-2012 წლების სააკაშვილ-ბოკერიების დანაშაულებრივ მმართველობისა და რეჟიმისთვის სამართლებრივ-პოლიტიკური შეფასების მიცემას. . აღნიშნულ საკითხზე ირმა ინაშვილმა დღევანდელ პლენარულ სესიაზე ისაუბრა. ის ასევე ამბობს, რომ როცა სააკაშვილის და მისი თანამებრძოლების დანაშაულში მონაწილეობა დადგენილია, რატომ არ უნდა დაისაჯონ დამნაშავეები. ინაშვილი პარლამენტის თავმჯდომარისგან ამ პროცესში განსაკუთრებულ თანამონაწილეობას და ყურადღებას, ასევე შეხვედრას ითხოვს.
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრი „ქართული ოცნების“ მხრიდან, ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ კომისიის სხდომაზე კომისიის წევრები მმართველი გუნდიდან წარადგენენ დასკვნას, რომელიც იქნება ობიექტური და არ იქნება პოლიტიკურად მიკერძოებული. ოხნაშვილი დაუსრულებელ საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას უპრეცედენტოს უწოდებს.
ინგლისის ქალაქ სოლსბერიში, მიმდინარე წლის მარტში, მამა-შვილის, სერგეი და იულია სკრიპალების რუსული „ნოვიჩოკით“ მოწამვლის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ბრიტანეთის პოლიციამ და პროკურატურამ ორი რუსი ეროვნების ეჭვმიტანილი დაასახელა და განაცხადა, რომ არსებობს საკმარისი სამხილები იმისათვის, რომ მათ ბრალი წარედგინოთ.
სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული მალხაზ კობაურის ადვოკატი ვასილ მამულაშვილი საქმეში ახალ გარემოებაზე საუბრობს, რაც მისი თქმით, კობაურის უდანაშაულობას ამტკიცებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.