პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე კვლავ ღიად დატოვა საკითხი იმის თაობაზე, დაუჭერს თუ არა მმართველი პარტია მხარს პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა 1989 წელს დაბადებული ლ. შ. და 1960 წელს დაბადებული ლ. შ. არასრულწლოვანით ვაჭრობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 14-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ ახალ გუბერნატორებს მომავალი კვირის ორშაბათს წარადგენს
ერთიანი, ევროპული ტიპის სახელმწიფოს ჩამოყალიბება ეს არის ერთადერთი შეთავაზება აფხაზეთისთვის, ასეთია პრემიერ მინისტრ მამუკა ბახტაძის პოზიცია სერგეი შამბას განცხადებასთან დაკავშირებით, რომ დროა დაიწყოს დიალოგი ქართველებსა და აფხაზებს შორის.
პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტის სასახლის თემაზე „შენების მოძრაობის“ თავმჯდომარის და საპრეზიდენტო კანდიდატის, დავით უსუფაშვილის მიერ გაკეთებული განცხადების კომენტირებისას თქვა, რომ უსუფაშვილმა „ყველანაირი კუთხით დაუშვა შეცდომა და უნდა ვაპატიოთ“.
„პარლამენტმა წინა სესიაზე დაამტკიცა სამშვიდობო ინიციატივა. ჩვენ გვაქვს გაცხადებული ჩვენი პოლიტიკა, ეს არის სამშვიდობო პოლიტიკა და ვმოქმედებთ ბუნებრივია ამ პრიორიტეტების შესაბამისად. ასევე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ხაზგასმით უნდა ითქვას ის, რომ ჩვენ გვაქვს ჩვენი წითელი ხაზები და ეს წითელი ხაზები პირველ რიგში დაკავშირებულია, რა თქმა უნდა, ტერიტორიულ მთლიანობასთან. ეს იქნება ამოსავალი წერტილი, ეს არის ურყევი პრინციპი, რომლის მიხედვითაც ჩვენ ვმოქმედებთ“, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ჰოლანდიის მიდელბურგის სასამართლომ „ლიბერთი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, ირაკლი რუხაძის სარჩელის - „ირაკლი რუხაძე მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ“ - განხილვა დაიწყო. ქართველი ბანკირი საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მის მიერ საბანკო მაფიასთან, მათ შორის „ლიბერთი ბანკთან“ დაკავშირებით გაკეთებული საჯარო განცხადებების გამო უჩივის და კომპენსაციას ითხოვს.
„ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილი ე.წ. პრემიერ-მინისტრის, სერგეი შამბას განცხადებას ეხმაურება. ბაქრაძის თქმით, ყველა ინიციატივა უნდა გამოვიყენოთ, რადგან აფხაზების და ოსების ინტერესი ყველაზე უკეთ იქნება დაცული ერთიან ქართულ სახელმწიფოში.
უმრავლესობის წევრი ზვიად კვაჭანტირაძე პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება. კვაჭანტირაძე წერს, რომ პერსონალური თავდასხმები პოლიტიკაში უკადრისი საქციელია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.