18 აგვისტოს დღის 17:00 საათიდან კახეთის რეგიონში ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებიდან შემოვიდა, უპრეცედენტოდ დიდი, 7000 კვ.კმ-მდე მასშტაბის ფრონტალური ტიპის სეტყვასაშიში პროცესი, რომელმაც შემოიტანა უკვე ჩამოყალიბებული 40-60 მმ დიამეტრის მქონე სეტყვის მარცვლები.
„რუთავი 2“-ი იმ გუბერნატორობის კანდიდატთა ვინაობას ასაჯაროვებს, რომელთაც პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე საზოგადოებას ორშაბათს წარუდგენს.
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის, კარინ კნაისლის ქორწილს დაესწრო. სამხრეთ ავსტრიის პროვინცია სტირიაში გამართულ საქორწინო ცერემონიაზე პუტინმა პატარძალს ყვავილები მიართვა და მასთან ერთად იცეკვა.
ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ მთავრობის ხელმძღვანელი ანდრეი კობლიაკოვი და რამდენიმე მინისტრი შეცვალა. ქვეყნის ახალი პრემიერ მინისტრი „განვითარების ბანკის“ ყოფილი დირექტორი სერგეი რუმასი გახდა. აღნიშნული ინფორმაცია მთავრობის მეთაურის ვებგვერდზეა განთავსებული.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ ჯერ ჩამოყალიბებული არ არის დაუჭერს თუ არა მხარს დამოუკიდებელ კანდიდატს.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია „Facebook-ის საკუთარ გვერდზე საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან და „ნაციონალური მოძრაიბის და სხვა პოლიტიკური პარტიების გაერთიანების, „ძალა ერთობაშია“ პრეზიდენტობის კანდიდატთან, გრიგოლ ვაშაძესთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.
განათლების, მეცინიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი მოჭიდავეების მიერ რუსეთის დროშის ფერებში გადაწყვეტილი მაისურის ჩაცმას, დაუფიქრებელ ნაბიჯად მიიჩნევს. ბატიაშვილის განცხადებით, თემა მგრძნობიარეა და მეტი სიფრთხილეა საჭირო.
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისში მდებარე განვითარებული შუა საუკუნეების ღვინიანის ეკლესიის კომპლექსს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის შესაბამისი ბრძანებით კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
მტაცებელი ცხოველის რაოდენობის რეგულირებასთან დაკავშირებით ხარაგაულის მუნიციპალიტეტს დელეგირებული უფლებამოსილება გადაეცა.
ქართველმა კუბერმა ვაკო მარჩილაშვილმა რუბიკის კუბის წყალქვეშ აწყობაში მსოფლიო რეკორდი დაამყარა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.