დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი მეუფე იაკობის საკვირაო ქადაგებას ეხმაურება. უფლებადამცველის თქმით, მეუფე იაკობი თუ ფლობდა ამ ინფორმაციას მას შეეძლო მისულიყო სუს-ში და ეთქვა ეს ინფორმაცია, რაც გამოძიებას სხვანაირი კურსით წარმართავდა.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში დიდგორობის დღესასწაული აღინიშნა, რომელსაც გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები: რევაზ ეგაძე, დუნიამალ გაჯიევი და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის ახალგაზრდობისა და სპორტის სამსახურის ხელმძღვანელი ავთანდილ ჯანხოთელი დაესწრნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან“ დაკავშირებით ახლადამოქმედებული საკანონდებლო ცვლილებებით 4 პირი დააკავა. ამის შესახებ ბრიფინგზე შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ვლადიმერ ბორცვაძემ ისაუბრა.
სალომე ზურაბიშვილი საპრეზიდენტო კანდიდატად დარეგისტრირების მიზნით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას განცხადებით დღეს მიმართავს.
სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმის ეზოში, „არტარეა“ ფესტივალის ფარგლებში, მიხეილ კალატოზიშვილის ფილმის „ჯიმ შვანთე“ ჩვენება გაიმართა.
გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ჭანტურიასთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, დაცვის მხარემ სააპელაციოში გაასაჩივრა.
„არ ვიცი, ეს თვითლუსტრაცია იყო თუ ხელისუფლებამ მოახდინა მისი ლუსტრაცია, მაგრამ ფაქტი ერთია, სალომე ზურაბიშვილი სრულიად განიარაღებულია როგორც საპრეზიდენტო კანდიდატი. აქედან გამომდინარე, შეუძლებელია „ოცნება“ არ ფიქრობდეს სხვა კანდიდატზე ან საკუთარი წიაღიდან, ან სხვა დამოუკიდებელ კანდიდატზე“, აცხადებს ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელ ფეისბუქში ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც 2008 წლის 12 აგვიტოს იხსენებს და ამბობს, რომ საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატებისგან ისეთი ძლიერი მხარდაჭერა, როგორიც 2008 წელს ჰქონდა არასოდეს არ ჰქონია. მესამე პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ თუ სალომე ზურაბიშვილი გაიმარჯვებს არჩევნებში, ეს იქნება პუტინის გამარჯვება საქართველოში.
საქართველოს პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე ამერიკელ კონგრესმენთა დელეგაციას შეხვდა, რომელსაც წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარე დევინ ნუნესი ხელმძღვანელობს.
მეუფე იაკობმა ქადაგებისას დეკანოზ გიორგი მამალაძეს „ავაზაკი“ და „დაჯგუფების“ წევრი უწოდა. მეუფე იაკობმა ასევე აღნიშნა, რომ პრეზიდენტმა უნდა გადაწყვიტოს შეიწყალებს თუ არა გიორგი მამალაძეს თუმცა მეუფე ამბობს, რომ ბერობა და ეპისკოპოსობა ლაჩრობას არ ნიშნავს და პატრიარქს ყოველთვის დაიცავს. მეუფე იაკობმა ასევე აღნიშნა, რომ ეკლესიის შიდა საქმეები ჟურნალისტების გადასაწყვეტი არ არის და ვინც მას მშიშარას უწოდებს თვითონ გრიგოლიას კალთას ეფარება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.