გაერთიანებული ოპოზიციის, „ძალა ერთობაშია“ საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ ლეჩხუმში მოსახლეობასთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება „აბსოლუტურად კორუმპირებული, უსაქმური და მავნებელია“ და საკუთარ მოქალაქეებს „გენოციდს“ უწყობს.
პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულ დეპარტამენტში დღეს გამოკითხვაზეა დაბარებული. მაჩალიკაშვილს 12:00 საათისთვის ელოდებიან.
უწყებათაშორისმა კომისიამ სამართლიანი და თავისუფალი არჩევნებისთვის მესამე სხდომა გამართა. სხდომას უძღვებოდა შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი. ღონისძიებას ესწრებოდნენ კომისიის წევრები − აღმასრულებელი ხელისუფლების, საარჩევნო პროცესში ჩართული პოლიტიკური პარტიების, ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის დაბა ჯვარში, ერთ-ერთ კარიერზე მუშაობის დროს ტრაქტორის მძღოლი დაიღუპა.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე აცხადებს, რომ ხელისუფლებას არ აქვს სწორი პოლიტიკა და უნარი იმისა, რომ ხალხი დაიცვან ფულის გაუფასურებისგან. გოცირიძე ლარის გაუფასურების რეალურ მიზეზად მთავრობის და ეროვნული ბანკის არასწორ ეკონომიკურ გადაწყვეტილებებს ასახელებს.
მრავალეროვნული სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2018“-ის ფარგლებში ვაზიანის მე-11 სასროლეთზე სამედიცინო სწავლება ჩატარდა. სწავლებაში მონაწილეობა მიიღო სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის სამედიცინო პოლიკლინიკის საველე ჰოსპიტალმა. პირობითად დაშავებულის ევაკუაცია ნორიოს საწვრთნელი პოლიგონიდან ამერიკული სამედიცინო ვერტმფრენით „შავი ქორით“ განხორციელდა. საველე ჰოსპიტალის პირადმა შემადგენლობამ პირობითად დაშვებულს რეალობასთან მაქსიმალურად მიახლოებულ ვითარებაში კვალიფიციური სამედიცინო მომსახურება აღმოუჩინა.
„ეროვნული ვალუტის კურსის ცვლილება ძირითადად თურქული ლირის რეკორდულმა გაუფასურებამ გამოიწვია“, აცხადებს PMCG-ის ეკონომისტი მიხეილ კუკავა.
ეკონომიკის ექსპერტი სოსო არჩვაძე ლარის კურსის ცვლილებას დროებითს უწოდებს და გარე ფაქტორებით ხსნის.
„ის რაც დღეს ხდება, ლარის კურსზე გარე ფაქტორების მავნე ზემოქმედების შედეგია. აქ ძირითადად იგულისმება თურქეთში და რუსეთში მიმდინარე პროცესები - ლირისა და რუბლის გაუფასურება. ეს პირდაპირ ბმაშია ქართულ ეკონომიასთან“ - აცხადებს კომერციული ბანკების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა ცუცქირიძე.
პირდაპირი უცხოური ინვესტიციების, ტურიზმისა და იმპორტის დინამიკის ფონზე, აგვისტო-სექტემბერში ლარზე დაწოლა მოიხსნება, - აღნიშნულია საინვესტიციო ბანკის, Galt & Taggart-ის მიერ დღეს გამოქვეყნებულ მიმოხილვაში, სადაც საუბარია თურქეთში არსებული სავალუტო კრიზისის ფონზე ეროვნული ვალუტის გაცვლით კურსთან დაკავშირებულ პროგნოზზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.