შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1994 წელს დაბადებული თ.ვ., განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი „შაბათის ქრონიკის“ ეთერში აცხადებს, რომ გამარჯვების შემთხვევაში ავლაბრის სასახლეში არ შევა, რადგან ეს სასახლე პრემიერ მინისტრს, ან საგარეო საქმეთა მინისტრს უფრო შეეფერება, თავისი ფუნქიციებიდან გამომდინარე. ზურაბიშვილი ასევე ამბობს, რომ პრეზიდენტობის დროს ის თავის სახლში იცხოვრებს და რეზიდენციაში ფეხით ივლის.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მარიხუანას მოხმარებასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე განცხადებას ავრცელებს და საზოგადოებას მოუწოდებს მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ სასამართლოს საქმიანობის შეფასებას. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს არ მოუხდენია მარიხუანის „ლეგალიზაცია“ და მიღებული გადაწყვეტილების შინაარსისგან ეს შეფასება სრულიად განსხვავდება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ტურისტული უსაფრთხოების ქვეით პატრულთა სამმართველოს ინსპექტორებმა 1997 წელს დაბადებული, ქურდობის მცდელობისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი გ. თ., ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 5-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ზეკარის უღელტეხილზე, დიდმაღალის ქედზე ადიგენის და ბაღდათის მუნიციპალიტეტების მეგობრობის ნიშნად, საერთო სახალხო დღესასწაული „ზეკარობა“ სხვადასხვა ღონისძიებებით აღინიშნა.
ლაგოდეხში, ნაკრძალის ტერიტორიაზე, გურგენიანის ჩანჩქერთან დაკარგული სამი მოზარდის სამძებრო-სამაშველო ღონისძიება დასრულებულია.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ლარის კურსის ვარდნას ეხმაურება. როგორც მან „ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა, ეროვნული ვალუტის სტაბილური კურსი 2008 წლის ომის პერიოდშიც კი, შენარჩუნებული იყო. სააკაშვილი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის მმართელობის გაგრძელების შემთხვევაში, უახლოეს მომავალში ერთი დოლარის ღირებულება 4 ლარი გახდება.
წალენჯიხაში, ტობავარჩხილის გზაზე ჩარჩენილი ისრაელის მოქალაქეები მაშველებმა უსაფრთხოდ ჩამოიყვანეს.
ლაგოდეხში, ნაკრძალის ტერიტორიაზე, გურგენიანის ჩანჩქერთან მდინარის ადიდების გამო, მეორე ნაპირზე დარჩენილია მოზარდების 6-კაციანი ჯგუფი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.