შინაგან საქმეთა სამინისტროს სამჯხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სათხაში მომხდარი ორი მამაკაცის მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს, დაკავებულია ამავე სოფელში მცხოვრები 1976 წელს დაბადებული გ. მ.
შინდისის ბრძოლიდან 10 წლისთავზე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ სოფელ შინდისთან დაღუპული ქართველი სამხედროების მემორიალი გვირგვინი შეამკეს და გმირ მებრძოლებს პატივი მიაგეს.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ორი მამაკაცი მოკლეს. შემთხვევა გამთენიისას მოხდა. მომხდართან დაკავშირებით სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
შინდისის ბრძოლა 2008 წლის აგვისტოს ომის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ეპიზოდია. 10 წლის წინ ამ დღეს შინდისში ჩვენმა თანამემამულეებმა საკუთარი სიცოცხლის ფასად, გმირულად დაიცვეს ჩვენი სამშობლო ვერაგი მტრისგან, წერია საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებაში, რომელიც მისმა ადმინისტრაციამ გაავრცელა.
„ევროპული საქართველოს" პრეზიდენტობის კანდიდატმა, დავით ბაქრაძემ პარტიის მხარდამჭერებს წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო.
მრავალეროვნული სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2018“-ის ფარგლებში ვაზიანის მეხუთე სასროლეთზე საინჟინრო და მექანიზებული ქვედანაყოფების კომბინირებული სწავლება გაიმართა საბრძოლო სროლებით. სწავლებაში ქართველი და ამერიკელი სამხედროები მონაწილეობდნენ.
აბაშის მუნიციპალიტეტის სოფლებში - წყემსსა და ზანათში წყლის დონემ საგრძნობლად დაიკლო - არც ერთ მოქალაქეს საფრთხე არ ემუქრება.
აბაშის მუნიციპალიტეტის სოფლებში - წყემსა და ზანათში, მდინარე აბაშისწყლის ადიდების გამო, ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს.
კოკისპირული წვიმის შედეგად დაიტბორა ქალაქ სენაკის ცენტრალური მოედანი, რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორია. დაზიანებულია საავტომობილო გზები, ხიდები.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.