„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია ე.წ. კორცხელის საქმეზე ბრალდებულებისთვის მხოლოდ ფულადი ჯარიმის დაკისრებას გამოეხმაურა. მელიას განცხადებით ეს ადამიანები „ქართული ოცნების“ „ტაბელური ზონდერები“ არიან, რომლებსაც დაკისრებულ თანხას კახა კალაძე გადაუხდის.
საქართველო არის სამიზნე რუსული პროპაგანდის, როგორც საქართველოში, ასევე მის საზღვრებს გარეთ, აღნიშნული განცხადება დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩმა, თამარ ბერუჩაშვილმა ლონდონში, საქართველოს საელჩოში მომხდართან დაკავშირებით გააკეთა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმდინარე წლის 15 იანვარს რუსთავში მომხდარი გენერალ ქუთათელაძის მკვლელობის ფაქტი გახსნა - დაკავებულია ერთი პირი. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში 2008 წლის 8 აგვისტოს მომხდარი ომი გაიხსენეს და პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ გმირებს.
იმერეთის რეგიონში 8 აგვისტოს ომისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა. მხარის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა გრიგოლ დალაქიშვილმა, ვიცე გუბერნატორმა იოსებ ხახალეიშვილმა, ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ ნიკოლოზ ლატარიამ, დაღუპული გმირების ოჯახის წევრებთან ერთად, აგვისტოს ომში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
„მინდა, ამ ბიჭების დაღვრილი სისხლი დაფასდეს, მათმა თავდადებამ უკვალოდ არ ჩაიაროს“, - ამბობს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის ქვრივი მაკა ჩიკვილაძე. „სისუსტის უფლება არ მაქვს. ჩემი მოვალეობაა ძლიერი ვიყო ჩემი შვილისთვის, ჩემი მეუღლის სახელის უკვდავსაყოფად“, - წერს კაპრალ გიზო წულაიას მეუღლე ლორიტა გოგოხია. ეს ამონარიდებია ფოტოგრაფ დინა ოგანოვასა და მწერალ სალომე ბენიძის ფოტოწიგნიდან - „SHEROes“.
თბილისის მერმა, კახა კალაძემ დიღმის ტყე-პარკთან მდებარე შენობებსა და აღნიშნულ ტერიტორიაზე დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ დიღმის ტყე-პარკში თბილისის მერია არანაირ მშენებლობას არ გეგმავს.
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, მეუღლის მიმართ ჩადენილ ძალადობაში ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ სცნო. აღნიშნულთან დაკავშირებით მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.
ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი ზაქარია ენდელაძე, ახალციხისა და ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი კოპაძე და ადიგენის საკრებულოს თავჯდომარე იმედა მღებრიშვილი სოფლების იმერთუბნის და იჯარეთის მოსახლეობას შეხვდნენ.
საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე 2008 წლის აგვისტოს ომში გარდაცვლილი გმირების ხსოვნას პატივი მიაგო და მათი მემორიალი გვირგვინით შეამკო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.