თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა, კახა კალაძემ ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღეს დაიწყება სამუშაოები ვაშლიჯვრის ორდონიანი კვანძის მოწყობისთვის, რაც ხელს შეუწყობს, როგორც ვაშლიჯვრის დასახლებიდან მოძრაობის განტვირთვას, ასევე საბურთალოდან დიღმის მიმართულებით ტრანსპორტის ნაკადის გამტარობას.
დღეს, როდესაც ვფიქრობთ წარსულზე, ჩვენ ვხედავთ, რომ გამარჯვება და ქვეყნის გამთლიანება უფრო ახლოს არის, რადგან არ გამტყდარა არც ჩვენი მორალი, არც რწმენა და მხარდამჭერების რაოდენობა გაზრდილია, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მაგველაშვილმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, სადაც 2008 წლის აგვისტოს ომში გარდაცვლილი გმირების ხსოვნას პატივი მიაგო და მათი მემორიალი გვირგვინით შეამკო.
საქართველოს პრეზიდენტმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე 2008 წლის აგვისტოს ომში გარდაცვლილი გმირების ხსოვნას პატივი მიაგო და მათი მემორიალი გვირგვინით შეამკო.
აგვისტოს ომიდან 10 წლის თავზე, დაღუპული გმირები გორში, 8 აგვისტოს მემორიალთან გაიხსენეს.„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კურდღელაურში ავარიის შედეგად 8 ადამიანი დაშავდა, აქედან 5 არასრულწლოვანია.
აგვისტოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა ომის დროს დაღუპული ჟურნალისტები დააჯილდოვა.
საქართველოს პრეზიდენტსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანს შორის, მაიკ პომპეოს ინიციატივით, დღეს სატელეფონო საუბარი შედგა.
საქართველოს პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს იოჰანეს დაუმას შეხვდა. მხარეებმა ისაუბრეს სხვადასხვა სფეროში, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით ორი ქვეყნის თანამშრომლობაზე.
„ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა ფიქრობს, რომ სალომე ზურაბიშვილი „აფხაზეთისა და სამაჩაბლოს სამუდამო დაკარგვის შეგუების პრეზიდენტი" იქნება. მისი თქმით, ზურაბიშვილი, გაპრეზიდენტების შემთხვევაში, მთელს მსოფლიოში ივლის და შეეცდება ყველა „დაარწმუნოს" - ომი საქართველომ დაიწყო.
თბილისის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი ლევან ხაბეიშვილი თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმას დედაქალაქის მერის, კახა კალაძის ბიზნესგეგმას უწოდებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.