მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრა „ხანგრძლივი მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის - 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 10 წლის შემდეგ“ გაიმართა. რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი, მთავრობის და პარლამენტის წევრები ესწრებოდნენ ლატვიის, ლიეტუვის, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან და უკრაინის ვიცე პრემიერთან ერთად
მე მივედი იმ დასკვნამდე, რომ აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის" დამოუკიდებლობის აღიარებაზე კარგს ჩვენ ვერაფერს მოვიფიქრებდით, აღნიშნული განცხადება რუსეთის ფედერაციის პრემიერ მინისტრმა, დიმიტრი მედვედევმა რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომზე საუბრისას გააკეთა.
ექსპერტი გია ხუხაშვილი გაზეთ „რეზონანსთან“ საუბრისას აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილი 2012 წლიდან, ფაქტობრივად, მმართველი გუნდის აქტივისტი და მისი ყველა გადაწყვეტილების „გამპრავებელი“ იყო, ამიტომაც „ოცნებამ“ მას ეს საქციელი დაუფასა და საპრეზიდენტო კანდიდატად წარადგინა.
რუსეთის ფედერაციის პრემიერ მინისტრი დიმიტრი მედვედევი რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომზე პასუხისმგებლობას საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს აკისრებს.
პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ მმართველი პარტიის პოზიციის გახმოვანების შემდეგ, რომ „ქართული ოცნება“ საპრეზიდენტო კანდიდატს არ წარადგენს და შესაძლოა მხარი რომელიმე დამოუკიდებელ კანდიდატს დაუჭირონ, პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრმა, სოზარ სუბარმა განაცხადა, რომ ჯერჯერობით არ გადაუწყვეტიათ, თუ რომელ დამოუკიდებელ კანდიდატს დაუჭერს მხარს „ქართული ოცნება“ და ამას პოლიტსაბჭო მოგვიანებით გადაწყვეტს.
მმართველი გუნდისთვის სალომე ზურაბიშვილი საუკეთესო კანდიდატია, რადგანაც ის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მათ პრობლემას არ შეუქმნის და იქნება პრეზიდენტი, ვინც ხელისუფლებას ოპოზიციაში არ ჩაუდგება, აცხადებს ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან“ საუბრისას.
ოპოზიციური გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ პატივი მიაგო 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ მეომრების ხსოვნის მემორიალს. ვაშაძის განცხადებით, 2008 წლის ომში რუსეთს ყველაფერი გათვლილი ჰქონდა მათ შორის მშვიდობიანი მოსახლეობაში დაღუპულთა რაოდენობაც.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებული სამხედრო აგრესიის 10 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომიდან 10 წლისთავზე, მმართველი გუნდის და ხელისუფლების წარმომადგენლებმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს. თბილისის მერი კახა კალაძე ამბობს, რომ საქართველომ დაკარგა უამრავი ადამიანი, მათ შორის მებრძოლი გმირები, რომელთა მაგალითებზეც მომავალ თაობებს უნდა ვასწავლოთ სამშობლოს სიყვარული.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.