„ქართულმა ოცნებამ“ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მას საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატი არ ეყოლება და შესაძლოა დამოუკიდებელ კანდიდატს დაუჭიროს მხარი. პარლამენტის ვიცე სპიკერი გიორგი ვოლსკი ამბობს, რომ „ქართული ოცნება“ გაითვალისწინებს დამოუკიდებელი კანდიდატების დამოკიდებულებას სხვადასხვა საკითხების მიმართ და შემდეგ გადაწყვეტს ვის დაუჭიროს მხარი. პარლამენტის ვიცე სპიკერს მოსწონს სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურა, რადგან მისი თქმით, ზურაბიშვილს აქვს თავისი ჩამოყალიბებული პრინციპები.
პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ საპრეზიდენტო კანდიდატს არ წარადგენს. „ჩვენ, შესაძლოა, ღიად დავუჭიროთ მხარი არჩევნებში მონაწილე რომელიმე უპარტიო და დამოუკიდებელ კანდიდატს ან შესაძლოა, სულაც უარი ვთქვათ რომელმე კანდიდატის მხარდაჭერაზე, თუ აშკარა იქნება, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში ჩვენი აქტიური ჩართულობის გარეშეც შესაძლებელი იქნება პრეზიდენტის თანამდებობაზე ზეპარტიული, დამოუკიდებელი კანდიდატის არჩევა. დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენ შევთანხმდით, რომ ამ უკანასკნელ საკითხზე გადაწყვეტილება საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება მოგვიანებით, როდესაც დასახელდება საპრეზიდენტო კანდიდატთა სრული სპექტრი", განახადა კობახიძემ.
სალომე ზურაბიშვილი ამ ეტაპზე არ აკონკრეტებს, შევა თუ არა ავლაბრის საპრეზიდენტო რეზიდენციაში პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში.
სალომე ზურაბიშვილი მისი საარჩევნო კამპანიის დაფინანსებისთვის მოსახლეობის და ბიზნესის მხარდაჭერას ითხოვს. რაც შეეხება „ქართული ოცნების“ მიერ მისი კანდიდატურის შესაძლო მხარდაჭერას, ზურაბიშვილმა თქვა, რომ ის ვერავის ვერ დაავალდებულებს იყოს მისი მხარდამჭერი: „მე თუ ვინმე მხარს დამიჭერს, ვიქნებოდი მადლიერი“, აღნიშნა მან.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (6 აგვისტო, 2018) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0016 პუნქტით გაუფასურდა.
მთაწმინდის დამოუკიდებელმა მაჟორიტარმა დეპუტატმა, სალომე ზურაბიშვილმა ამ წუთებში მიმდინარე ბრიფინგზე განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში დამოუკიდებელ კანდიდატად იყრის კენჭს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა 2002 წელს დაბადებული ლ.ჯ. ტექნიკის მაღაზია „სმაილის“ გაქურდვის მცდელობის ფაქტზე დააკავეს.
მირჩევნია, რომ საპრეზიდენტო კანდიდატი იყოს უშუალოდ ჩვენი პარტიის წევრი, მაგრამ არ შევეწინააღმდეგები, თუკი, არჩევანი შეჩერდა დამოუკიდებელ კანდიდატზე, აღნიშნული განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ გააკეთა.
ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატი არჩილ თალაკვაძე სოციალურ ქსელ, ფეისბუქში ოზურგეთში, სოფელ ლიხაურში მდინარე აჭისწყლის ხეობაში ქვიშა-ხრეშის მოპოვებაზე, სოფლის მცხოვრებლების პროტესტს ეხმაურება. თალაკვაძე წერს, რომ მოსახლეობის პროტესტი სამართლიანია, რადგან მოპოვების პროცესში არაერთი დარღვევაა. ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატი მიმართავს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებს მიიღონ შესაბამისი ზომები და კანონმდებლობით დადგენილი წესით შეაჩერონ მდინარე აჭისწყლის ხეობაში ქვიშა-ხრეშის მოპოვების პროცესი.
„ჩვენ, პოლიტიკოსებს ისე, როგორც არასდროს გვმართებს განსაკუთრებული სიფრთხილე იმიტომ, რომ ისე, როგორც არასდროს ჩვენ ვართ განსაკუთრებულად ახლოს ევროკავშირთან. ნებისმიერი საგარეო-პოლიტიკური ნაბიჯი, რომელიც ქართული საზოგადოების ამ ყველაზე მნიშვნელოვან მიზანთან წინააღმდეგობაში მოვა, ცხადია ვერ ჩაითვლება სწორ ნაბიჯად ჩვენი ქვეყნის განვითარების ამ ეტაპზე", ასე გამოეხმაურა რომან კაკულია დიმიტრი მედვედევის განცხადებას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.