საქართველოს - პატარა ქვეყანას - სჭირდება უსაფრთხოების გარანტიები. ამ უსაფრთხოების გარანტიებს რუსეთი არათუ იძლევა, არამედ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რათა საგარეო გამოწვევები გვქონდეს ძალიან მწარე და მძიმე, ასე ეხმაურება რუსეთის ფედერაციის პრემიერ მინისტრის, დიმიტრი მედვედევის განცხადებას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ვოლსკი.

სრულად...

რუსეთის ფედერაციის პრემიერ მინისტრის, დიმიტრი მედვედევის განცხადებას სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილი ეხმაურება.

სრულად...

ეროვნული თავდაცვის აკადემიის ბაკალავრიატისა და ოფიცერთა მომზადების საკანდიდატო კურსის დასრულება აკადემიის სამწყობრო მოედანზე საზეიმო ცერემონიალით აღინიშნა. 118-მა ლეიტენანტმა საზეიმო ვითარებაში ფიცი დადო.

სრულად...

თბილისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის მიერ დაკავებულ პირს, მალხაზ ტოხოსაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

სრულად...

ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის მამამ, ზაზა სარალიძემ და „ქრონიკა +“-ის მთავარმა რედაქტორმა, ელისო კილაძემ გერმანიის საელჩოს მიმართეს. მათ საელჩოში შესაბამისი დოკუმენტები წარადგინეს თუ რატომ მიდიოდნენ სტრასბურგში. ზაზა სარალიძე ჟურნალისტებს უცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ცრუ ინფორმაცია მიაწოდა გერმანიის ძალოვან უწყებებს, რათა მოეხდინათ მისი და მალხაზ მაჩალიკაშვილის ტექნიკური მოშორება.

სრულად...

ჩეჩნეთის პრეზიდენტთან, რამზან კადიროვთან, დაახლოებულ მუსა ხანგოშვილს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება გურჯაანის სასამართლოს მოსამართლემ მიიღო.

სრულად...

ცაგერში ცნობილი კომპოზიტორის ვაჟა აზარაშვილის 80 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო „სიმღერაა მთელი ჩემი ცხოვრება“ შედგა. ღონისძიება გაიმართა მუნიციპალიტეტის მერის, ავთანდილ უგრეხელიძის და საკრებულოს თავმჯდომარის, გიორგი გუგავას ფინანსური მხარდაჭერით.

 

სრულად...

ქალაქ წყალტუბოში, ცენტრალური პარკის შესასვლელის მიმდებარედ, საგზაო კუნძულებზე, დეკორატიული ქოლგები და ქოთნები დაიდგა. 

სრულად...

„ქართული ოცნების“ წევრი გია გაჩეჩილაძე მიიჩნევს, რომ სალომე ზურაბიშვილი თუ გაიმარჯვებს არჩევნებში, ის ნამდვილად ნეიტრალური პრეზიდენტი იქნება, გიორგი მარგველაშვილისგან განსხვავებით, რომელიც ოპოზიციისკენ იხრებოდა.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი