შინაგან საქმეთა სამინისტროს, საპატრულო დეპარტამენტის თანამშრომლებმა ახვლედიანის ქუჩაზე, 1989 წელს დაბადებული მამაკაცი დააკავეს, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე, რაც 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ დაკავებული პირი წარსულში არაერთგზის ნასამართლევია.

სრულად...

ხადას ხეობაში, სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი, დავით გირგვლიანი მალხაზ კობაურს აღარ დაიცავს. ამის შესახებ კობაურის უკვე ყოფილი ადვოკატი სოციალურ ქსელში წერს.

სრულად...

„სამწუხაროდ, რუსული მიდგომა არ იცვლება ამ საკითხის მიმართ“, ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე რუსეთის გენერალური პროკურატურიდან არჩილ ტატუნაშვილის ოჯახისთვის გაგზავნილ წერილს. 

სრულად...

მე პოლიტიკური ბრძოლის არ მეშინია, აღნიშნული განცხადება „ევროპული საქართველოს“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, დავით ბაქრაძემ გააკეთა.

სრულად...

„გიორგი მარგველაშვილი ნუ დაელოდება „ქართული ოცნების“ კანდიდატს, თვითონ გარისკოს, გადაწყვიტოს, უღირს თუ არ უღირს გარისკვა და ამის საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილება”, აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.

სრულად...

აჭარის უმაღლესმა საბჭომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შემადგენლობა დაამტკიცა.  თორნიკე რიჟვაძეს და მის მინისტრთა კაბინეტს მხარი 14-მა დეპუტატმა დაუჭირა, ერთი დეპუტატი წინააღმდეგი იყო. 

სრულად...

„ევროპული საქართველოს“ საპრეზიდენტო კანდიდატი დავით ბაქრაძე იქნება. ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ განაცხადა.

სრულად...

„როდესაც, არაერთგზის, თვეების განმავლობაში, კონკრეტული დეპუტატი შეურაცხყოფას აყენებს სხვა დეპუტატებს და კოლეგებს, გუნდის წევრებს, მთავრობის წევრებს, ბუნებრივია, ეს არის წითელი ხაზების გადაკვეთა და ამაზე დავა არის უბრალოდ შეუძლებელი“, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დეპუტატ დავით ჭიჭინაძის პარტია „ქართული ოცნებიდან“ გარიცხვის შესახებ საუბრისას.

სრულად...

საქართველოს მთავარი პროკურატურიდან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში წარმოდგენილი მომართვის საფუძველზე, სამინისტრო პროკურატურას სრულ დოკუმენტაციას გადასცემს. აღნიშნულთან დაკავშირებით ეკონომიკის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

სრულად...

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქობულეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით ჩადენილი ქურდობის მცდელობის ფაქტზე, 1999 წელს დაბადებული თ.ბ. ქობულეთში დააკავეს.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი