პროკურატურაში განცხადება გაკეთდა ქუმსიშვილი-ალავიძის გამოკითხვასთან დაკავშირებით. პროკურორი კოკა კაციტაძის განცხადებით, დიმიტრი ქუმსიშვილი საბიუჯეტო თანხების მითვისება - გაფლანგვასთან დაკავშირებით გამოიკითხა. ზურაბ ალავიძე კი, იმ საეჭვო შესყიდვებთან დაკავშირებით გამოიკითხა, რასაც მისი მინისტრობის დროს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებდა.
ორი კვირის წინ ეგვიპტის ქალაქ ალექსანდრიაში, სამშენებლო სამუშაოებისას, სავარაუდოდ, 2 400 წლის წინანდელი, ხელუხლებელი შავი გრანიტის უზარმაზარი სარკოფაგი აღმოაჩინეს.
ნიკა მელიას არ სჯერა, რომ ბიძინა ივანიშვილი კორუფციას ებრძვის. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის განცხადებით, ივანიშვილი მართლა რომ ებრძოდეს კორუფციას, მაშინ ქუმსიშვილის და ალავიძის გარდა საგამოძიებო პროცედურები ღარიბაშვილის, ჯანყარაშვილის, მამაცაშვილის, ფარცხალაძის, შავლიაშვილის და სხვა ყოფილი თუ მოქმედი მაღალჩინოსნების წინააღმდეგაც უნდა ტარდებოდეს
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე სხვა პირების დაკავებას არ გამორიცხავს.
21 ივლისს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძაში ვაჰან ტერიანისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება ჩატარდება.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ახალი რეგულაციის მიზანია, ამ ქვეყნებიდან თავშესაფრის განაცხადების განხილვის ვადების შემცირება, ვინაიდან ეს ის ქვეყნებია, რომელთა მოქალაქეებთან მიმართებაში თავშესაფრის მინიჭებასთან დაკავშირებული დადებითი გადაწყვეტილებების მაჩვენებლები ძალიან დაბალია.
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავამ პრემიერის ბელგიის დედაქალაქში ვიზიტის თაობაზე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ სიმბოლურია ბრიუსელის პირველი ოფიციალური ვიზიტის ადგილად შერჩევა.
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, ცრუ ჩვენების ბრალდებით გუშინ, 19 ივლისს დაკავებული არასრულწლოვნის ადვოკატი აცხადებს, რომ დაკავებულ დ.ღ.-სთან მიმართებაში, დანაშაულის ნიშნები არ იკვეთება.
ნიუ-იორკში, Long Beach-ზე ზვიგენის თავდასხმის შედეგად ორი ბავშვი დაზარალდა. ოფიციალური წყაროების განცხადებით, ამ რეგიონში ზვიგენის თავდასხმა 70 წელია არ მომხდარა.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გაიმართა შეხვედრა მწარმოებელი და იმპორტიორი კომპანიის წარმომადგენლებთან საყოფაცხოვრებო მოწყობილობების ენერგომარკირების საკითხზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.