„ქართული ოცნების“ წევრმა, აკაკი ზოიძემ პარლამენტის მიღებულ ახალ კანონზე ისაუბრა. ზოიძის თქმით, კანონი დაგროვებითი პენსიის შესახებ არის ორიენტირებული მომავალზე და ეს კანონი იმის პერსპექტივაა, რომ ქვეყანაში ღირსეული სიბერის შესაძლებლობა გაჩნდეს, აღნიშნა ზოიძემ „ქრონიკის“ ეთერში.
პარლამნტის პლენარულ სხდომაზე, მესამე მოსმენით, იქნა განხილული და 79 ხმით მიღებული კანონპროექტი „დაგროვებითი პენსიის შესახებ“.
„ერთად შევცვალოთ საწვავის ფასი" - საწვავზე ფასის ზრდას მძღოლები, „სოკარ ჯორჯიას“ სათავო ოფისთან აპროტესტებენ. აქციის მონაწილეების თქმით, აუცილებელია მკაცრად გააკონტროლოს მთავრობამ ფასის სტაბილურობა, რადგან მსხვილი კომპანიები, ფასებს ხელოვნურად არეგულირებენ.
ძლიერმა წვიმამ ლაგოდეხისა და სიღნაღის მუნიციპალიტეტები დააზარალა. დატბორილია რამდენიმე სოფელი და ათეულობით საცხოვრებელი სახლის პირველი სართულები, სარდაფები და ეზოები.
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის საგამოძიებო კომისიის წევრები წინასწარ პატიმრობაში მყოფ მირზა სუბელიანისა და თენგიზ კალანდიას დაკითხავენ.
საპატრულო პოლიციის საინფორმაციო „ქოლ-ცენტრის“ მომსახურება დედაქალაქის შემდეგ რეგიონებშიც ინერგება. საქართველოს მასშტაბით ოპერატორთა გადამზადება დასრულდა, რაც მოსახლეობას საპოლიციო სერვისების ოპერატიულად და დისტანციურად მიღების საშუალებას მისცეს.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სამების საკათედრო ტაძარში წირვის დროს შეუძლოდ გახდა. სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მიზნით იგი ტაძრიდან გაიყვანეს. ტაძრიდან გასვლამდე პატრიარქმა ბრძანა, რომ წირვა არ შეწყვეტილიყო.
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა მისი გუნდის საპრეზიდენტო კანდიდატზე საუბრობს და აცხადებს, რომ ქვეყნის საიმედო ხვალინდელი დღე სწორედ დავით ბაქრაძესთან არის დაკავშირებული ,ასევე უგულავა აღნიშნავს რომ „ქართულ ოცნებას“ უნდა ეშინოდეს მარცხის.
ხადას ხეობაში გარდაცვლილ ლორა სმიტთან ბრალდებულ მალხაზ კობაურს სექსუალური კონტაქტი ჰქონდა, აღნიშნულია ექსპერტიზის დასკვნაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.