ეკონომიკისა მდგრადი და განვითარების ყოფილმა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა TV პირველის გადაცემა „რეაქციაში“ პროკურატურაში მის დაკითხვასთან დაკავშირებით ისაუბრა. ქუმსიშვილის თქმით, არანაირ ტენდერებთან და შესყიდვებთან ის არ არის დაკავშირებული. პროკურატურაში კი იმ საკითხებზე სასაუბროდ დაიბარეს, რომელებიც მისი მინისტრობის დრო იქნა გადაგზავნილი. რაც შეეხება ადვოკატს, ყოფილი მინისტრის თქმით, ის მხოლოდ ფორმალობისთვის აიყვანა.
29 ივლისს, მესტიაში ფესტივალი „სვანეთობა 2018“-ის ფარგლებში რეგიონული ფოლკლორული ღონისძიება „ფუძეობა“ გაიმართება, რომლის მიზანია საქართველოს რეგიონალური კულტურის განვითარების ხელშეწყობა და მხარდაჭერა.
თბილისში, მარშალ გელოვანის გამზირზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. გარდაცვლილი დასუფთავების სამსახურის თანამშრომელია.
ხაშურის რაიონის სოფელ ალში ჩატარდა ლეგენდარული მოჭიდავის იური იმერლიშვილის სახელობის რესპუბლიკური ტურნირი ქართულ ჭიდაობაში, სადაც მონაწილეობდნენ საქართველოს ქალაქებისა და რეგიონების უძლიერესი მოჭიდავეები. შეჯიბრში ცაგერის მუნიციპალიტეტის დახმარებით მონაწილეობა მიიღო ცაგერის მუნიციპალიტეტის მოჭიდავეთა ნაკრებმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი შემოდგომაზე შეერთებულ შტატებში მიიწვია, განაცხადა თეთრი სახლის პრეს-მდივანმა.
ამერიკის შეერთებულ შტატებში, მისურიში, ხუთშაბათ ღამით ტურისტებით სავსე ნავის ამოყირავების შედეგად სულ მცირე 11 ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე სხვა საავადმყოფოშია გადაყვანილი, განაცხადა ადგილობრივმა შერიფმა.
დამოუკიდებელმა დეპუტატმა, სალომე ზურაბიშვილმა სახალხო დამცველს უთხრა, რომ უკეთესი იქნება, თუ ომბუდსმენი ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილი საგამოძიებო კომისიის შედეგებს დაელოდება.
2017 წლის პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ძირითადი საქმიდან გამოყოფილი საქმის ფარგლებში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, არასრულწლოვანი დ.ღ. დააკავეს.
ჩემი სურვილია, მაქსიმალურად ყველამ, ჩვენ ჩვენი საქმე ვაკეთოთ და იმას დავუთმოთ დიდი დრო, რისთვისაც მოვედით პარლამენტში - წვლილი შევიტანოთ ქვეყნის განვითარებაში, აცხადებს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.