რუსთავი-თბილისის ცენტრალურ მაგისტრალთან მდებარე სოფელ კრწანისში უხვი ნალექის მოსვლის შედეგად დატბორილი სახლების ეზოებსა და მიმდებარე ტერიტორიაზე მძიმე ტექნიკა გაწმენდით სამუშაოებს ატარებს.
თბილისის ყოფილი პროკურორის, მიხეილ შაყულაშვილის განცხადებით, მირზა სუბელიანი მას 1-ელ დეკემბერს დაუკავშირდა და შეხვედრა სთხოვა, ხორავას ქუჩის საქმეზე. ყოფილი პროკურორი ასევე ამბობს, რომ სუბელიანმა მას უთხრა, რომ აღნიშნულ საქმეში მისი შვილიც მონაწილეობდა და შაყულაშვილის თქმით, მან სუბელიანს ურჩია თავის შვილთან ერთად მისულიყო პოლიციაში და მიეცა ჩვენება.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ მიერ საპრეზიდენტო კანდიდატად ბიძინა ივანიშვილის წარდგენას, „რა თქმა უნდა, მხარს დაუჭერდა“, თუმცა ბესელია ამ ეტაპზე არც მმართველი პარტიის კანდიდატის ვინაობას ასახელებს და არც მისი წარდგენის დროს აკონკრეტებს.
საინფორმაციო ბრიფინგზე მოწვეულ სტუმრებს სწავლების ხელმძღვანელმა, სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდალმა, ბრიგადის გენერალმა შავლეგო ტაბატაძემ „ღირსეული პარტნიორი 2018“-ის მიზანი, შინაარსი და დაგეგმილი აქტივობები დეტალურად გააცნო.
თბილისის მერმა, პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილი „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატი არ არის.
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა საქართველოს საკითხებზე ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მომხსენებელს, ანდრეს მამიკინს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებით რეფორმების მიმდინარეობა მიმოიხილეს.
„სამწუხარო ფაქტია ის, რომ კვლავ მორიგ, დაუსაბუთებელ ბრალდებებს ვისმენ, რომელიც მიმართულია, ვფიქრობ, მთლიანად შეიარაღებული ძალების დისკრედიტაციისკენ. ელემენტარული პასუხი მაქვს - თუ ჩაიხედებით კანონმდებლობაში, ეს არ არის სამხედრო პოლიციის ქვემდებარე ფაქტი ანუ სამხედრო პოლიცია იძიებს იმ სამართალდარღვევებს, რომელიც სამხედრო ნაწილის ფარგლებში ხდება“, განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას ნორიოში მომხდარ ინციდენტზე.
გვაქვს გეგმა, რომ დღეს დავასრულოთ დისკუსია დისციპლინურ საკითხებთან დაკავშირებით“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე, სადაც მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის მიმართულებით, სასამართლო სისტემაში დაგეგმილ რეფორმაზე მსჯელობენ.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა სოფელ ყუმისთავში საავტომობილო გზის რეაბილიტაციის სამუშაოები დაათვალიერა.
ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა ბრიფინგი გამართა. ნათელაშვილი პრეზიდენტს და პრემიერ მინისტრს მოუწოდებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნები 31 ოქტომბერს დაინიშნოს. ლეიბორისტული პარტიის ლიდერის თქმით, სხვა შემთხვევაში არჩევნების ტოტალური გაყალბება მოხდება, რადგან სხვა თარიღით ნახევარი მილიონი ადამიანი არჩევნებზე ვერ მოვა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.