დღეს 5 ივლისს, პარლამენტში ახალი რეგლამენტის საკომიტეტო მოსმენები დაიწყო.განცახდებაში ნათქვამია, რომ ახალი რეგლამენტი მნიშვნელოვნად შეცვლის საპარლამენტო ცხოვრებას და ორიენტირებული იქნება ხარისხზე, პარლამენტის წევრების ჩართულობაზე, ანალიტიკური ინფორმაციის დამუშავებაზე.
მესტიის მუნიციპალიტეტში, ჭუბერში, სადაც ჰიდროელექტროსადგურს - ნენსკრა ჰესს აშენებენ, მთა მოწყდა და მდინარის კალაპოტი ჩახერგა.
თბილისის ყოფილი მერი დავით ნარმანია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის ლევან ხაბეიშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებას პასუხობს და განმარტავს, თუ რა სახსრებით შეიძინა 432 000 ლარის ღირებულების მიწის ნაკვეთი.
არ დავუშვებთ, რომ გიგა ოთხოზორიას საკითხი არ იქნას განხილული გალის ფორმატში. ეს ჩვენი პრინციპული პოზიცია იქნება, განაცხადა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა.
ხაბეიშვილი კითხვას სვამს თუ როგორ იშოვა ნარმანიამ ნახევარი მილიონი ლარი მაშინ, როცა დეკლარაციაში ყოფილ მერს წლიურ შემოსავლად მითითებული მხოლოდ 40 000 ლარი აქვს.
ქალაქ ყვარელში მდებარე XVIII ს-ის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიას, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის შესაბამისი ბრძანებით, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
რიგაში, ოთხშაბათს, „სპუტნიკ ლატვიას“ მთავარი რედაქტორი ვალენტინს როჟენცოვსი დააკავეს და 12 საათის შემდეგ გაათავისუფლეს, იტყობინება „რია ნოვოსტი“.
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ განხორციელდა ცვლილებები, რომელთა თანახმად, აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტების ფაქტებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ნაცვლად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ადგილობრივი თვითმმართველობები გააკონტროლებენ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ოფიციალურ ვიზიტად საფრანგეთის რესპუბლიკას ეწვია.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი ტყემალძის განცხადებთ, ელიავას ბაზრობა და მისი მიმდებარე ტერიტორია ამ სახით, რა სახითაც არსებობს არ უნდა დარჩეს, ბაზრობამ არ უნდა გააგრძელოს მუშაობა არსებულ პირობებში, მაგრამ იმასაც აღნიშნავს, რომ მერიამ ალტერნატიული ფართები უნდა შესთავაზოს კერძო მესაკუთრეებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.