აჭარის მთავრობის თავმჯდომარის გადადგომას „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" ეხმაურებიან. როგორც პარტიის წევრმა, რომან გოცირიძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა, ზურაბ პატარაძის პოსტიდან წასვლა ყოფილ პრემიერ მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის საკითხს უკავშირდება.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თანამდებობა დატოვა. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება ზურაბ პატარაძემ რამდენიმე წუთის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.
ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ხონის სახალხო თეატრის მსახიობს დემურ საღარეიშვილს, რომელმაც ფესტივალის „თეატრალური იმერეთი 2018“-ის დაჯილოვებაზე „ახალგაზრდა მამაკაცის როლის საუკეთესო შემსრულებელი“-ს ჯილდო დაიმსახურა საკუთარ სამუშაო ოთახში უმასპინძლა.
ახმეტაში ალაზნის ქუჩის რეაბილიტაცია იწყება. გზის გაწმენდის პროცესი უკვე მიმდინარეობს. გზის რეაბილიტაცია, რეგიონული განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის ღირებულება 71 511 ლარია.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური საგანგებო განცხადებას ავრცელებს და აჭარის რეგიონში დამსვენებლებს მოსალოდნელ შტორმთან დაკავშირებით აფრთხილებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1956 წელს დაბადებული რ.გ. თბილისში დააკავეს.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა და პირველმა მოადგილემ, ზურაბ მაისურაძემ მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერეს. მათი განმარტებით, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოები მიმდინარეობს როგორც სოფლების, ასევე, ქალაქის ტერიტორიაზე.
პარლამენტის ბიურომ რიგგარეშე სესიის 4 ივლისის სხდომის დღის წესრიგზე იმსჯელა. პარლამენტის წევრები პირველი მოსმენით განიხილავენ კანონპროექტს „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მისგან გამომდინარე 115 პროექტს.
არჩევნების შემდეგ გენგეგმის ბედი თბილისელებს, შეიძლება ითქვას, ყველაზე მეტად აინტერესებდათ, რადგან სწორედ ქალაქის გენერალური გეგმაა ის დოკუმენტი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს კომფორტულ, მოხერხებულ და ყოველმხრივ ჯანსაღ ქალაქში ცხოვრება, ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნინო წილოსანი თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მუშაობის დასრულებას.
ვანის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გოგორიშვილმა და მერის პირველმა მოადგილემ გონერი მეფარიშვილმა, ქალაქ ვანში გიორგაძის ქუჩაზე მიმდინარე გზების აღდგენითი სამუშაოები დაათვალიერეს. გიორგაძის ქუჩაზე, ეწყობა 1000 მეტრამდე ბეტონის გზა, აღნიშნული გზის რეაბილიტაციაზე ბიუჯეტიდან 197720 ლარი დაიხარჯება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.