პარლამენტის ბიურომ რიგგარეშე სესიის 5 ივლისის სხდომის დღის წესრიგში რამდენიმე ცვლილება შეიტანა. კერძოდ, დეპუტატები მეორე მოსმენით განიხილავენ მთავრობის სტრუქტურული რეორგანიზაციის შესახებ წარმოდგენილ საკანონმდებლო პაკეტს.
დღეს, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ ელიავას ბაზრობასა და მის მიმდებარე ტერიტორიასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ დაუშვებელია ამ ბაზრობის დღევანდელი ფორმით შენარჩუნება.
„ევროპული საქართველოს" წარმომადგენელი ზურაბ ჭიაბერაშვილი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურასთან დაკავშირებით, პრეზიდენტსა და მმართველ პოლიტიკურ გუნდს შორის კინკლაობას არ გამორიცხავს და როგორც ჭიაბერაშვილი აცხადებს, მით უფრო იმ ფონზე, როდესაც „ქართულ ოცნებას" პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან კონფრონტაციული დამოკიდებულება აქვს.
ს.ს.ი.პ. მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მულახის საჯარო სკოლის ეკოკლუბ „მწვანეებსა“ და მესტიის მუნიციპალიტეტის მერიას შორის გარემოს დაცვის მიმართულებით გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა პროექტი „ტყის მდგრადი მართვა საქართველოში - ფაზა II“ შემაჯამებელი კონფერენცია გამართა. დავითაშვილმა, კონფერენცია მისასალმებელი სიტყვით გახსნა. მინისტრმა მადლობა გადაუხადა „ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისათვის“ (ADC) და კავკასიის გარემოს დაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) წარმომადგენლებს პროექტის განხორციელებაში შეტანილი წვლილისთვის და საქართველოში ტყის მდგრადი მართვის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ქვეშეთის ადმინისტრაციულ ერთეულში სტიქიის შედეგად დაზიანებული ხევების გაწმენდა მიმდინარეობს.
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში, საქართველოში მოვლენილ თურქ მრჩეველთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.
ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის ცენტრალური გზის, 50 კმ.- იანი მონაკვეთის კაპიტალური რეაბილიტაციის საკითხს ეხმაურება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ თოფურიძე, რომელიც მიიჩნევს, რომ აღნიშნული პროექტის განხორციელება „მნიშვნელოვნად გამოაცოცხლებს რაიონს და ასეულობით ოჯახს გაუჩენს დამატებით შემოსავალს“.
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისია დღეს იმ არასრულწლოვნებს დაკითხავს, რომლებიც პირველ დეკემბერს მომხდარი დანაშაულისა და შემდგომ განვითარებული მოვლენების თვითმხილველები არიან.
პირიქითა და პირაქეთა ხევსურეთის დამაკავშირებელი 28-კმ-იანი გზის მშენებლობა განახლდა, პარალელურად უღელტეხილზე გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.