ბათუმში, ხელოვნების ცენტრში ჩატარდა კონკურს-ფესტივალი, სადაც მონაწილეობდა 14 ქვეყნის სამუსიკო-სახელოვნებო სკოლები და ქორეოგრაფიული სტუდიები.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის, დავით სარალიძის მამასთან, ზაზა სარალიძესთან ამ წუთებში შეხვედრა მიმდინარეობს.
საქართველოს საპატრიარქო 6 ივლისს, თბილისში, სპორტის სასახლეში დაგეგმილ „ქართული ხალხის ეროვნულ ყრილობას“ სპეციალური განცხადებით ეხმაურება. როგორც საპატრიარქოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი, ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ყრილობა მიტროპოლიტ იობის (აქიაშვილი) კურთხევით იმართება, თავად მეუფე უარყოფს.
ქალაქ დუშეთში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მოწვეულ სტუმრებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, პატივი მიაგეს აფხაზეთის ომში დაღუპულ დუშეთის ბატალიონის მეომართა ხსოვნას.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, რომან გოცირიძის განცხადებით, მცირე მთავრობის იდეა ტყუილი აღმოჩნდა, რადგან ის, როგორც გოცირიძე ამბობს, ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებას არ გულისხმობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ძარცვის ბრალდებით, 3 პირი: 1990 წელს დაბადებული მ.ბ., 1987 წელს დაბადებული გ.ბ. და 1985 წელს დაბადებული, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი მ.მ. ბათუმში დააკავეს. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმა მეორე ეტაპზე გადადის - 1-ლი ივლისიდან ტექნიკური ინსპექტირების გავლას სახელმწიფო უწყებებისა და იურიდიული პირების კუთვნილი ავტომანქანები დაექვემდებარებიან.
საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 143–ე კმ-ზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში ჰაერის გამწოვი ვენტილატორების ავტომატური მართვის სისტემის დასარეგულირებლად და მისი ნორმალური ფუნქციონირებისათვის საჭიროა შესაბამისი ღონისძიებების გატარება, რის გამოც 2018 წლის 4 ივლისს ღამის 01:00 სთ-დან დილის 07:00 სთ-მდე, იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ხოლო დღის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ჩვენი მხრიდან შექმნილია ყველა პირობა იმისთვის, რომ ბატონმა ზაზა სარალიძემ პროტესტი გამოხატოს მშვიდობიანი ფორმით. ჩვენ დავიცავთ როგორც მის ჯანმრთელობას, ასევე მის უსაფრთხოებას, აცხადებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე ნინო ჯანელიძე ხელმძღვანელობდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.