„იმ შემთხვევაში თუ მოხდებოდა იმ პირის იდენტიფიცირება და თუ გვექნებოდა დასაბუთებული ვარაუდი რომ გ.მ.-ს დაზიანება მიყენებული იყო კონკრეტული პირის მიერ, რა თქმა უნდა მას წარედგინებოდა ბრალდება და მერე ცალკე წარმოებად წარიმართებოდა საქმე, თუმცა ამ შემთხვევაში გამოძიებამ გამოკითხა ყველა პირი“, განაცხადა ხორავას ქუჩის საქმეზე შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე საქმის გამომძიებელმა ირაკლი ფიფიამ.

სრულად...

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, შალვა ბედოიძემ ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმეზე შექმნილ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიას უთხრა, რომ 35 დღის განმავლობაში, რომელიც მათ კანონით ჰქონდათ განსაზღვრული, ყველა საგამოძიებო მოქმედების ჩატარება შეუძლებელი იყო, თუმცა მიიჩნევს, რომ არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე გამოძიება სწორად იქნა წარმართული.

სრულად...

თვითმხილველების ინფორმაციით, ბავშვი მარტო იყო და მას არ ახლდნენ მშობლები. ადგილზე მყოფი მოქალაქეები პოლიციას არასრულწლოვანის გადაყვანის უფლებას არ აძლევდნენ, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.

სრულად...

ზაზა სარალიძემ შინაგან საქმეთა სამინისტროში შეხვედრის შემდეგ სამინისტროს შენობის ეზოში ორდღიანი პროტესტი შეწყვიტა.

სრულად...

საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, ვინაიდან ბრალის წარდგენა პროკურატურის პრეროგატივაა, მსჯელობა სამუშაო რეჟიმში სწორედ პროკურატურასთან გაგრძელდება.

 

სრულად...

ერთადერთი, ვინც გ.მ -ს დაჭრის შესახებ გვაწვდიდა ინფორმაციას იყო გ.ბ, რომელიც დაკავების შემდგომ გამოძიებასთან აღარ თანამშრომლობდა, განაცხადა გამომძიებელმა ირაკლი ფიფიამ ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმის გამო შექმნილ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე.

სრულად...

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (3 ივლისი, 2018) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0028 პუნქტით გამყარდა.

სრულად...

თავდაცვის მინისტრის მოადგილეებმა ლელა ჩიქოვანმა და ნუკრი გელაშვილმა აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის კომისიის „პარტნიორობა დემოკრატიისთვის" დელეგაციას უმასპინძლა.

სრულად...

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, სერგი კაპანაძის განცხადებით, თბილისის დეტექტივების სამმართველოს უფროს იოსებ სიგუას კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევს.

სრულად...

ყოფილი პარლამენტარი კობა დავითაშვილი მიხეილ სააკაშვილისა და ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ ხელისუფლების ბოროტად გამოყენების მუხლით საქმის აღძვრას ითხოვს. ამ განცხადებით ყოფილმა დეპუტატმა მთავარ პროკურატურას დღეს მიმართა. 

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი