როგორც ჩანს, თქვენ მთლიანად იზიარებთ პროკურატურის პოზიციას და მ.კ.-ს ჩვენებას, რომელიც სასამართლომ არ გაიზიარა, – ასე მიმართა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა მამუკა მდინარაძემ კომისიის მდივანს ოთარ კახიძეს მას შემდეგ, რაც კახიძემ კომისიას „ევროპული საქართველოს“ მეორე რეკომენდაცია გააცნო.
ცაგერში, „მწვანე თეატრში“ ფოლკლორული ფესტივალი „არტ–გენი“ გაიმართა. ფესტივალი „მწვანე თეატრის" სცენაზე ანსამბლი „ლეჩხუმის" კომპოზიციით გაიხსნა.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ უჩამეთში გზის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. გზის მშენებლობა უჩამეთში რეგიონული განვითარების ფონდიდან 160 987 ლარით დაფინანსდა.
პირი, ვისაც უჭირავს მსხვერპლი და შესაძლებლობას აძლევს დანით შეიარაღებულებს, რომ სასიკვდილო ჭრილობები მიაყენონ, ეს პირი არის თანააღმსრულებებლი და ეს არის კონკრეტული როლი, რომელიც მ.კ.-ს აქვს ამ დანაშაულში, განაცხადა ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე შექმნილი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ოთარ კახიძემ.
ერთი ფაქტი მინდა აღვნიშნო, არც ერთი ამ შვიდი სხდომიდან არ ყოფილა ჩვენი ანალიზისთვის დათმობილი სხდომა, სადაც ერთად ვიმსჯელებდით ამ მასალებზე. თქვენ რეკომენდაციები დაწერეთ თვითონ, ამ ჯგუფმა და აქ არის უკვე პოლიტიკური ნაწილები, რომელშიც მე არ ვერევი. მაგრამ, ეს არ არის თუნდაც კომისიის მსჯელობის შედეგი. ესეც უნდა იცოდეს საზოგადოებამ, მიმართა დამოუკიდებელმა დეპუტატმა სალომე ზურაბიშვილმა ფრაქცია „ევროპული საქართველოს" წევრებს პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე.
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა, პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა სალომე ზურაბიშილმა ხაზი გაუსვა, რომ კომისიის მთავრი მიზანდასახულობა ხორავას საქმის გარემოებების გამოძიება უნდა იყოს, რაც ამ ეტაპზე არ ხდება.
ხომ გითხრათ იმ ამერიკელმა ექსპერტმა რომ მეტი ინფორმაცია მიიღეთ, მეტი პირი გამოკითხეთ და შეჯერებითი ანალიზის საფუძველზე გააკეთეთ დასკვნები, ეს ხომ გითხრათ თქვენც - დარწმუნებული ვარ გეტყოდათ იმიტომ, რომ ჩვენც გვითხრა, ასე მიმართა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებით საგამოზიებო კომისიის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა „ევროპული საქართველოს" წევრებს კომისიის სხდომაზე.
გაიხსენეთ, ვისი გადაწყვეტილებით იყო შექმნილი საგამოძიებო კომისია, ასე მიმართა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ „ევროპული საქართველოს“ წევრებს კომისიის სხდომაზე.
თბილისში, ხორავას ქუჩაზე 2017 წლის 1 დეკემბერს მომხდარი დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე დეპუტატების აზრთასხვადასხვაობა გამოიწვია რეგლამენტის და რეკომენდაციების განხილვის საკითხმა.
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე სერგი კაპანაძე პასუხობს კომისიის იმ წევრების კრიტიკას, რომლებიც საპარლამენტო უმრავლესობის წევრები არიან.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.