პარლამენტის შენობასთან შეკრებილები აქციას პარასკევს, 1 ივნისს, 4 საათზე გააგრძელებენ. აღნიშნული განცხადება ზვიად კუპრავამ გააკეთა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ამ წუთებში გამოკითხვაზე იმყოფება პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი, რომლის დასჯასაც, ყოფილ მთავარ პროკურორ ირაკლი შოთაძესთან და სხვებთან ერთად, პარლამენტის შენობასთან შეკრებილი მომიტინგეები მოითხოვენ.
პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში საგანგებო განცხადება გააკეთა. მისი თქმით, ხორავას საქმესთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო დაიბრუნებს საქმეს პროკურატურისგან გამოძიებაში და გამოძიების პროცესს უხელმძღვანელებს, წაიყვანს ვიცე-პრემიერი გიორგი გახარია.
მისმა უდიდებულესობა ქართველმა ხალხმა პრემიერად წოდებული კვირიკაშვილი გააძევა. ძალიან მალე, ძალიან მალე ჩვენ გავაძევებთ ამ მთავრობას, მიმართა ზვიად კუპრავამ თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქციაზე შეკრებილებს.
ცოტა ხანში პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის ადმინისტრაციაში საგანგებო განცხადებას გააკეთებს.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია მდგომარეობის განმუხტვის ერთადერთ გზად ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას მიიჩნევს.
დღეს არამარტო სისტემა, არამედ ხელისუფლებაც დაგვეტაკა ჩვენ, აღნიშნული განცხადება ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე მას შემდეგ გააკეთა, რაც იქ მისულ პრემიერ მინისტრს აქციის მონაწილეებმა სიტყვით გამოსვლის საშულება არ მისცეს.
თბილისში, რუსთაველსი გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მივიდა.
თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მივიდა.
თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ ხალხმრავალი აქცია მიმდინარეობს. GUARDIAN.GE გთავაზობთ პარლამენტის შენობასთან ამ წუთებში არსებული ვითარების ამსახველ ფოტომასალას:
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.