სომხეთის პრემიერ მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტს ესტურმა. ახლადარჩეული პრემიერ მინისტრს ნინოწმინდა-ახალქალაქის მაჟორიტარი დეპუტატმა, ენზელ მკოიანმა და ნინოწმინდის მერმა, ანივარდ მოსოიანმა უმასპინძლეს.
საქართველოში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე, დაპირისპირების თავიდან აცილების „ერთადერთ გამოსავალს“ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნაში ხედავს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი.
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს.
ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი არასრულწლოვნის მამასთან, ზაზა სარალიძესთან შეხვედრის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა მედიის წარმომადგენლებთან პირველი კომენტარი გააკეთა.
თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის, ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ცნობილ გ.ბ-ს სასამართლომ 10 წელი 6 თვე მიუსაჯა, ხოლო დამამძიმებელ გარემოებაში არასრულწლოვან დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ გ.ჯ.-ს 9 წელი და 9 თვე წელი მიესაჯა.
ექსპერტ გია ხუხაშვილის აზრით, იმისთვის, რომ მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ მართვის სადავეები შეინარჩუნოს, აუცილებელია „მიწის ამობრუნება" - მმართველობითი სისტემის კრიზისის გადალახვა.
პარლამენტის შენობასთან, სადაც კარვებია გაშლილი და სადაც საპროტესტო აქციის ორგანიზატორები დღის 4 საათისთვის მასშტაბური გამოსვლისთვის ემზადებიან, საქართველოს პრეზიდენტი მივიდა და მათდამი მხარდაჭერა გამოხატა.
პარლამენტის შენობასთან, სადაც 31 მაისს, ღამით, ზაზა სარალიძის და სხვა შვილმკვდარი მშობლების მხარდამჭერი მრავალათიათასიანი საპროტესტო აქცია გაიმართა, ამ დროისთვის სიმშვიდეა.
მიმდინარე წლის 1-ლი ივნისიდან, პოლონური ავიაკომპანია „Small Planet Airlines“ საქართველოს მიმართულებით მრავალჯერად ჩარტერულ საჰაერო მიმოსვლას განაახლებს.
საქართველო და ქართველი ხალხი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ჩვენს ურთიერთობებში არანაირი მუქარა და ერთმანეთის წინააღმდეგ არც ერთი ნაბიჯი არ გადაიდგმება, განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ახალქალაქის კულტურის სახლში, სადაც საქართველოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძესთან ერთად იმყოფებოდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.