ასეულის პირად შემადგენლობას გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია და შეიარაღებული ძალების მთავარი სერჟანტი კობა ცირეკიძე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვდნენ. გენერალური შტაბის უფროსმა ქართველ მშვიდობისმყოფელებს სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება და მისიის წარმატებით შესრულება მიულოცა.
საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმადაც 143 მსჯავრდებული შეიწყალა.
აშშ-საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობა და საქართველოს ნატოში გაწევრიანების გზაზე აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა - საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოხსენების მთავარი გზავნილი იყო. აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში ლევან იზორიამ ვაშინგტონში, მშვიდობის ინსტიტუტში აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის რიგით მეორე ყოველწლიურ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა.
თბილისში ავტობუსების მარშრუტებს 7 სრულიად ახალი ხაზი დაემატა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განცხადება დედაქალაქის მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ გააკეთა.
სამცხე-ჯავახეთში შესაძლოა მიუსაფარ ცხოველთა ინტერმუნიციპალური თავშესაფარი აშენდეს. რეგიონში წლების განმავლობაში არსებული პრობლემის მოგვარების იდეა, სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციას ეკუთვნის, რომლის ორგანიზებით, "სოციალური პროგრამებისა და განვითარების ცენტრმა“ თავშესაფრის პროექტის პრეზენტაცია მოეწყო, იგი ცენტრის პროექტების მართვის მენეჯერმა ლაშა გეგეჭკორმა წარადგინა.
საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა დამოუკიდებლობის დღისთვის გენერალური რეპეტიცია თავისუფლების მოედანზე გამართა.
ჩრდილოეთ კორეის მაღალი რანგის ოფიციალურმა პირმა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის კომენტარებს „სისულელე“ უწოდა, და კიდევ უფრო მეტად ბუნდოვანი გახადა კიმ ჩენ ინის და დონალდ ტრამპის 12 ივნისს სინგაპურში დაგეგმილი შეხვედრის ბედი.
სახალხო დამცველი ეხმაურება საქართველოს პარლამენტში ინიცირებულ საკანონმდებლო პაკეტს, რომლითაც ცვლილებები შედის „კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონსა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში, და მას საქართველოს კონსტიტუციასთან შეუსაბამოდ და შემოქმედების თავისუფლების შემზღუდველად აფასებს.
თბილისის მერიაში დედაქალაქის მთავრობის სხდომა გაიმართა. მერმა სხდომაზე ახალი ინიციატივა გააღერა, რომლის მიხედვითაც, ელექტროავტობუსებისა და ელექტრომიკროავტობუსების იმპორტი და ადგილზე წარმოება დამატებითი ღირებულების გადასახადისგან გათავისუფლდება.
თბილისის მერიაში დედაქალაქის მთავრობის სხდომა გაიმართა. როგორც მერმა, კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სატრანსპორტო პოლიტიკა რჩება უმნიშვნელოვანეს მიმართულებად და ამ მხრივ ცვლილებები იგეგმება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.