მგონია, გიორგი მარგველაშვილის პიარგეგმაა, რომ უნდა რაღაც დაჩაგრულის მანტია მოირგოს. ჩვენ ამის შესაძლებლობა არ უნდა მივცეთ, აღნიშნული განცხადება თბილისის მერმა, კახა კალაძემ გააკეთა.
ჩრდილოეთ კორეამ შეერთებული შტატების სამი მოქალაქე პატიმრობიდან გაათავისუფლა, როგორც ამას პრეზიდენტი დონალდ ტრამპი „თვითერზე“ წერს.
იმერეთის მხარის რწმუნებულის-გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა, გრიგოლ დალაქიშვილმა და ხარაგაულის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ 9 მაისი ომის ვეტერან ეკატერინე წიქარიშვილს მიულოცეს, რის შემდეგაც შინმოუსვლელთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და ადგილზე შეკრებილ სამამულო ომის მონაწილეებს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.
პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მეხუთე ყრილობა 11 მაისს, მთაწმინდის პარკში, „ანდერვილი“-ში გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
ირაკლი კობახიძემ დამსწრეებს ქვეყნის განვითარებასა და პარტიის გაძლიერებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, ქვეყანა ყველა მიმართულებით აგრძელებს წინსვლას და ეს არის მმართველი პარტიის თითოეული წევრის დამსახურება.
ვანის მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე გოგორიშვილმა მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, 9 მაისის მემორიალი გვირგვინით შეამკო.
მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 73 წელი გავიდა. ომის ვეტერანებს გამარჯვების დღე ვაკის პარკში პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ, მთავრობის სხვა წევრებმა, შეიარაღებული ძალების ოფიცრებმა და სერჟანტებმა მიულოცეს.
„ჩვენ ვართ მაქსიმალურად დაინტერესებული, რომ ეს საკითხი იყოს შესწავლილი მაქსიმალურად სიღრმისეულად. აქედან გამომდინარე, პარლამენტის მხრიდან რაც იქნება საჭირო, მათ შორის ზედამხედველობის კუთხით, ყველა ზომა იქნება მიღებული“, ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა.
„რა თქმა უნდა, რუსული პროპაგანდა შემაშფოთებელია და აქტიური მუშაობაა საჭირო იმისათვის, რომ შესაბამისი რისკების პრევენცია მოხდეს", აცხადებს ირაკლი კობახიძე.
9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების 73-ე წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის წევრმა, ენზელ მკოიანმა, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერმა, ანი მოსოიანმა და საკრებულოს თავმჯდომარემ, სუმბატ კიურეღიანმა მოსახლეობასა და მოსწავლე-ახალგაზრდობასთან ერთად, ნინოწმინდის პარკში მდებარე ომში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.