ირანის ატომური ენერგიის სააგენტოს ხელმძღვანელმა გამაფრთხილებლად განაცხადა, რომ თეირანს გააჩნია ტექნიკური შესაძლებლობა გაამდიდროს ურანი უფრო მაღალ დონეზე, ვიდრე ეს მას 2015 წლამდე, 6 სახელმწიფოსთან ბირთვული შეთანხმების ხელმოწერამდე შეეძლო და გადადგამს კიდეც ამ ნაბიჯს, თუკი შეერთებული შტატები გამოვა შეთანხმებიდან.
დუშეთის მუნიციპალიტეტის ჭართლის ადმინისტრაციულ ერთეულში საბავშვო ბაღი გაიხსნა. ღონისძიებას ადგილობრივ საზოგადოებასთან ერთად, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მაჟორიტარი დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი ლევან ზაუტაშვილი, დუშეთის მერი ზურაბ სეხნიაშვილი, მოადგილე თამაზ უნდილაშვილი და დუშეთის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ინაშვილი ესწრებოდნენ.
ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრის მიერ, 29 აპრილს, კახეთის რეგიონში, სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის ინტენსიური გამოყენებით 1500 კმ2-მდე საერთო ფართობის სეტყვასაშიში ღრუბლის მასები დამუშავდა რისთვისაც სისტემამ 270-მდე რაკეტა გაისროლა.
დუშეთის მუნიციპალიტეტმა ჩეხეთის რესპუბლიკის წარმომადგენლებს უმასპინძლა. ვიზიტის ფარგლებში, ჩეხეთის განვითარების სააგენტოს, ჩეხეთის ბუნებრივი კონსერვაციის სააგენტოსა და ჩეხეთის საელჩოს წარმომადგენლები მაღაროსკარის, ბარისახოს, ფასანაურისა და გუდამაყრის ადმინისტრაციული ერთეულების მოსახლეობას შეხვდნენ და არაგვის დაცული ლანდშაფტის შექმნის საკითხი განიხილეს.
ვანის მუნიციპალიტეტში კორნელი კეკელიძის 139 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ლიტერატურული ღონისძიება გაიმართა.
საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბი სრული შემადგენლობით გადადგა. ამის შესახებ ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში აცხადებს.
ქართული არმია დაარსებიდან 27 წლის იუბილეს აღნიშნავს. მთავარი ღონისძიება ვაზიანში, IV მექანიზებული ბრიგადის ბაზაზე გაიმართა.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე დღეს სახალხო დამცველის 2017 წლის ანგარიში მოისმინეს.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (30 აპრილი, 2018) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0047 პუნქტით გამყარდა.
საქართველოს პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების შემდეგ დებატები გაიმართება. გადაწყვეტილება აღნიშნულის შესახებ პარლამენტის ბიურომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.