დუშეთის მუნიციპალიტეტის ჭართლის ადმინისტრაციულ ერთეულში ნაპირსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობს. სოფელ ჭართალში დასრულებულია ნაპირსამაგრი გაბიონების მოწყობა, ხოლო სოფელ დოლასქედიდან სოფელ ვაშლობის მიმართულებით მიმდინარეობს ხევის კალაპოტის გაწმენდა-გაფართოება
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის, გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ საკირეში, სადაც ხანძარი ამჟამად უკვე ლოკალიზებულია, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დამატებითი ძალები იქნება მობილიზებული.
დუშეთის მუნიციპალიტეტში, დაბა ჟინვალში, ა(ა)იპ „დუშეთის სასპორტო გაერთიანების’’ ორგანიზებით, გაიმართა საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის, ბესიკ ბუზალაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი ჭიდაობა-ძიუდოში.
ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმის IV სესია - „ჰიბრიდული ომი დასავლური ღირებულებების წინააღმდეგ“ ჰიბრიდულ საფრთხეებზე დემოკრატიული ინსტიტუტების დასაცავად ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების რეაგირების გზებზე მსჯელობას დაეთმო.
ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებმა შეიარაღებული ძალების 27 წლის იუბილე აღნიშნეს.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა, ისრაელის დელეგაცია მიიღო. შეხვედრას მერის მოადგილე ალექსანდრე დადუნაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე პაატა ახალაძე და მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი რიმა მარგიანი ესწრებოდნენ.
პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი საერთაშორისო კომპანიის „EON Reality“ დამფუძნებელს ლეჟესკარს (Dan Lejerskar) შეხვდა, რომელიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.
სომხეთის პრემიერ მინისტრობის კანდიდატმა, ნიკოლ პაშინიანმა პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ რუსეთი სომხეთის სტრატეგიულ მოკავშირედ დარჩება და დაამატა, რომ სომეხი ხალხი არ ითხოვს ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლას.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილმა 2018 წლის 27 აპრილს მონაწილეობა მიიღო ქ. ლუბლიანაში (სლოვენია) ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ტრანსპორტის მინისტერიალზე, რომელზეც აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების მიერ მიღებული იქნა დეკლარაცია საგზაო უსაფრთხოების შესახებ.
2018 წლის პირველი მაისიდან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება საქართველოსა და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის (EFTA) ყველა წევრ-სახელმწიფოს შორის ამოქმედდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.