საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად, 7.25%-ზე ტოვებს. აღნიშნულის შესახებ სებ-ი განცხადებას ავრცელებს.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ, მას შემდეგ რაც ორშაბათ საღამოს ისრაელის პრემიერ მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ „საიდუმლო ბირთვული ფაილები“ გამოამზეურა, რაც მისი თქმით, „ამტკიცებს, რომ ირანი მალულად ადგას ბირთვული იარაღის შექმნის გზას“, განაცხადა, რომ ირანთან საერთაშორისო ბირთვული შეთანხმება „ტყუილზე იყო აგებული“.
ზაზა სოფრომაძემ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის და სოციალური მომსახურების სააგენტოს თავმჯდომარის თანამდებობა „პირადი განცხადების საფუძველზე“ დატოვა.
საქართველოში თამბაქოს კონტროლის ღონისძიებების გაძლიერების მცდელობა რამდენჯერმე იყო, თუმცა უშედეგოდ. დღეიდან, 2018 წლის 1-ელი მაისიდან კი „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონმდებლობის ძირითადი მუხლები ამოქმედდა.
საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით დღეს „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს სხდომა გაიმართება, სადაც საბჭოს ახალ წევრებს აირჩევენ. ამასთან, საბჭოს დატოვებს რამდენიმე ძველი წევრი.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ საკირეს ტყეში ორშაბათ საღამოს გაჩენილი ხანძრის ლოკალიზება ჯერჯერობით ვერ ხერხდება.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაიწყო, რაც ახალქალაქის ქუჩების აღდგენას უკავშირდება. ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „ჯავახავტოგზა“ წინასწარ გათვალისწინებული 746 671,00 ლარის ნაცვლად 740 740.00 ლარით უზრუნველყოფს რუსთაველის ჩიხის, უნივერსიტეტისკენ მიმავალი გზის, დარბინიანის ქუჩას და აღმაშენებლის მე -3 შესახვევს აღადგენს.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი ბონდო სოფრომაძე და საკრებულოს თავმჯდომარე ნინო ჯანელიძე მოადგილეებთან, თერჯოლა-ტყიბულის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროსა და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად სოფ. სიქთარვაში იმყოფებოდნენ, სადაც ადგილობრივ მოსახლეობასა და კომპანიის „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის“ წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა.
ისრაელის პრემიერ მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ, მისი სიტყვებით, „საიდუმლო ბირთვული ფაილები“ გამოამზეურა, რაც ამტკიცებს, რომ ირანი მალულად ადგას ბირთვული იარაღის შექმნის გზას.
ამერიკული ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსი „ჯაველინი“ უკვე შეტანილია უკრაინაში, განუცხადა „რია ნოვოსტის“ სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.