პრემიერ მინისტრმა შინაგან საქმეთა მინისტრთან ერთად შსს-ს მომსახურების ახალი ცენტრი გახსნა. როგორც გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, დღეიდან თბილისის პატრული აღჭურვილი იქნება ახალი სამხრე კამერებით, რომლებსაც აქვს გაცილებით უფრო ფართო და მძლავრი ტექნიკური შესაძლებლობები, რაც იმას ნიშნავს, რომ 12 საათის რეჟიმში შეუძლია უწყვეტი ჩაწერა.
თბილისში, „ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში ამ წუთებში პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს.
„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სავარაუდოდ, დავით საგანელიძე დატოვებს. პარტიის ცენტრალურ ოფისში მისულმა საგანელიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ბოლო წლებში მისი პოლიტსაბჭოს წევრობა ფორმალური იყო და მიზანშეწონილია „გადახალისება“ და „ახალი სახეების“ ჩართულობა პოლიტიკურ საქმიანობაში.
საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა და ვიცე-პრემიერმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ თბილისში, სამინისტროს შენობაში (ნოე რამიშვილის N38) საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრი გახსნეს. პრემიერ მინისტრმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა ცენტრი დაათვალიერეს და იქ არსებული სერვისების ერთ-ერთი პირველი მომხმარებლები გახდნენ.
ირლანდიის რესპუბლიკამ საქართველო უსაფრთხო კატეგორიის ქვეყნების სიაში შეიყვანა. აღნიშნული გადაწყვეტილება ირლანდიის იუსტიციის სამინისტრომ მიიღო.
ბრაზილიის ქალაქ სან-პაულუში, 26-სართულიან საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა. ცეცხლში გახვეულმა კონსტრუქციამ ხანძარს ვერ გაუძლო და მთლიანად ჩამოიშალა, იტყობინება გამოცემა Folha de S.Paulo“.
საპარლამენტო უმრავლესობის წვევრი ნუკრი ქანთარია მიიჩნევს, რომ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" პოლიტსაბჭოს გადახალისება და თვისობრივი განახლება სჭირდება.
საქართველოს პრემიერ მინისტრი, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მოქმედი თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილი აცხადებს, რომ „ქართული ოცნება", როგორც ინსტიტუცია ვერ ჩამოყალიბდა და გრძელვადიანი პერსპექტივისთვის ვერ მოემზადა.
„პოლიტსაბჭოში განხეთქილება არ ყოფილა“, განაცხადა თბილისის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას და ღიად დატოვა შეკითხვა, დარჩება თუ არა პარტიის გენერალური მდივნის თანამდებობაზე.
ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი თანამდებობიდან უნდა წავიდეს, განაცხადა ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ზურაბ ზვიადაურმა მას შემდეგ, რაც ორშაბათს საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბი სრული შემადგენლობით გადადგა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.