საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (20 აპრილი, 2018) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0051 პუნქტით გაუფასურდა.
„ყველა პრობლემა მოგვარდება. არ არის იმ მასშტაბის წინააღმდეგობები უმრავლესობის შიგნით, რომ რაიმე გადაუჭრელი იყოს. შესაბამისად, ძალიან მარტივად დალაგდება ეს ვითარება მას შემდეგ, რაც ჩვენ მოვახერხებთ მსჯელობის გამართვას“, განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
დედამიწის დღესთან დაკავშირებით, ხონში გამწვანების აქცია გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში, მუნიციპალიტეტის მერმა, ლადო ჯურხაძემ მოხალისეებთან, საჯარო მოხელეებთან და კომუნალური სერვის-ცენტრის თანამშრომლებთან ერთად, ახლადრეაბილიტირებულ სკვერში უნიკალური კოლხური ბზის ნერგები დარგო.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. აღნიშნულთან დაკავშირებით უწყება განცხადებას ავრცელებს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ პრეზიდენტობის კანდიდატს, სავარაუდოდ, ზაფხულის მეორე ნახევარში დაასახელებს.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით, უმრავლესობაში დაპირისპირების ნიშნებია, რასაც მკურნალობა სჭირდება.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯარიაშენის მიმდებარე ტერიტორიაზე ე.წ. მესაზღვრეებმა ადგილობრივი დააკავეს.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია აცხადებს, რომ უმრავლესობის სხდომის ჩატარების თარიღზე ინფორმაციას არ ფლობს. ქანთარია ფიქრობს, რომ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა რაც უფრო გადაიდება, პრობლემის მოგვარება მით უფრო გართულდება.
საქართველო-ნორვეგიას შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიის სამხედრო მოსამსახურეებმა ნორვეგიის შიდა გვარდიის მე-8 რეგიონის საველე სწავლებაში მიიღეს მონაწილეობა.
გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის წარმომადგენლები საინფორმაციო შეხვედრებს აგრძელებენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.