„დელტას“ გენერალური დირექტორის უჩა ძოძუაშვილის განმარტებით, სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ საცდელ ექსპერიმენტალურ რეჟიმში მუშაობა დაასრულა და ის სამართავად შ.პ.ს. ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრს გადაეცა. შ.პ.ს. ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრის 100% წილის მფლობელი კვლავ სახელმწიფო რჩება.
ნატოს წინაშე არსებული გამოწვევები და საქართველო - ამ სახელწოდებით ლევან იზორიამ გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიაში ლექცია წაიკითხა. თავდაცვის მინისტრის ლექციას სერჟანტთა კორპუსის შემადგენლობა დაესწრო.
ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა ყველა სარაკეტო გამოცდა შეაჩერა. ქვეყნის უზენაესი ლიდერის გადაწყვეტილებით, ასევე, დაიხურება ბირთვული გამოცდის ადგილიც. ამიერიდან, კომუნისტური სახელმწიფოსთვის ახალი სტრატეგია ქვეყნის ეკონომიკური პროგრესის მიღწევა იქნება.
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდიდან რამდენიმე კილომეტრში, ლაგოდეხის სასაზღვრო პუნქტზე მესაზღვრე გარდაცვლილი იპოვეს.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯარიაშენის მიმდებარე ტერიტორიაზე ე.წ. მესაზღვრეების მიერ დაკავებული ადგილობრივი თავისუფალია.
თურქეთის საელჩოში საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 100 წლისთავთან დაკავშირებით და საქართველო-თურქეთს შორის სამხედრო სფეროში აქტიური თანამშრომლობის აღსანიშნავად მიღება გაიმართა.
საბავშვო ბაღის შენობა საზეიმო ვითარებაში სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა კახა სამხარაძემ, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერმა ზაქარია ენდელაძემ, ახალციხისა და ადიგენის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გიორგი კოპაძემ და ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარემ, იმედა მღებრიშვილმა გახსნეს.
აზიურ ფაროსანასთან საბრძოლველად ხონის მუნიციპალიტეტს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ სპეციალური ტექნიკა გადასცა.
„ეს საკითხი არის ახლა სტრასბურგის სასამართლოს მსჯელობის საგანი და სტრასბურგის სასამართლო მიიღებს ამაზე გადაწყვეტილებას. რაც შეეხება საქართველოს ხელისუფლების პოზიციას, ხელისუფლება წარმოადგენს სახელმწიფოს ინტერესებს, შესაბამისი უწყებები წარმოადგენენ სახელმწიფოს ინტერესებს სტრასბურგის სასამართლოში და ბუნებრივია ისინი მოქმედებენ საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში“, აცხადებს ირაკლი კობახიძე.
„ახალი ინიციატივა შემოვა პარლამენტში და მის საფუძველზე, ჩვენ, დარწმუნებული ვარ, შევთანხმდებით ახალ დოკუმენტზე“, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ „ეთიკის კოდექსზე“ საუბრისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.