იმ დროს, როცა შეერთებული შტატების და ჩრდილოეთ კორეის ლიდერები ერთმანეთთან შესახვედრად ემზადებიან, რა დროსაც ფხენიანის ბირთვული განიარაღების საკითხი უნდა იყოს განხილული და კიმ ჩენ ინმა უკვე განაცხადა კიდეც, რომ აჩერებს ქვეყნის ბირთვულ და სარაკეტო გამოცდებს და ხურავს ბირთვული გამოცდის ადგილს, ირანი - ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ახლო აღმოსავლეთის ერთ-ერთი ყველაზე მოუთვინიერებელი სახელმწიფო, გამაფრთხილებელ განცხადებას აკეთებს და ხაზს უსვამს, რომ თუკი ვაშინგტონი ბირთვული შეთანხმების პირობებს დაარღვევს და ქვეყანას ახალ ეკონომიკურ სანქციებს დაუწესებს, თეირანი დასავლეთის სახელმწიფოთა ძალისხმევით შეჩერებულ ბირთვულ პროგრამას განაახლებს.
თვითმკვლელი ტერორისტის მიერ ბომბით განხორციელებულ თავდასხმას ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში, ამომრჩეველთა რეგისტრაციის ცენტრთან, 57 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, სხვა 50-ზე მეტმა კი დაზიანებები მიიღო, იტყობინება BBC ოფიციოზზე დაყრდნობით.
ერევანში, სადაც პოლიციამ დემონსტრაციის დარბევა დაიწყო, ოპოზიციის ლიდერი, დეპუტატი ნიკოლ პაშინიანი და ასევე ასეულობით აქტივისტი დააკავა.
სომხეთის პრემიერ მინისტრმა, სერჟ სარგსიანმა, ოპოზიციის ლიდერთან, ნიკოლ პაშინიანთან, რომელიც მის გადადგომას მოითხოვს, ხანმოკლე, უშედეგო დიალოგის შემდეგ მოლაპარაკებები დატოვა, იტყობინება „რია ნოვოსტი“.
ოკუპანტებმა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გაიტაცეს. აკაკი მისირელი ე.წ. მესაზღვრეებმა, საოკუპაციო ხაზთან ახლო მდებარე სოფელ ქერედან წაიყვანეს. როგორც „კურიერს“ მისი ოჯახის წევრებმა განუცხადეს, მამაკაცი საქონელს მწყემსავდა და სავარაუდოდ, საოკუპაციო ხაზთან არსებულ წყაროზე აიყვანეს, რომელიც ე.წ. სადავო ტერიტორიაზეა.
წვრთნებისა და სამხედრო განათლების მხარდამჭერი ცენტრი „კრწანისი“ დაბადების დღეს აღნიშნავს. ღონისძიებას წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალი, პოლკოვნიკი მალხაზ მაკარაძე დაესწრო და მხარდამჭერი ცენტრის პირად შემადგენლობას სიტყვით მიმართა. მან წარმატებულ ქვედანაყოფზე, მათ წვლილზე და დამსახურებებზე ისაუბრა, ასევე ყურადღება გაამახვილა ცენტრის რეფორმებზე, ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასა და მათი ფუნქციების გაზრდაზე.
საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის სამეთაურო რგოლმა, ავღანეთის ეროვნული არმიის I დივიზიის I ბრიგადის IV ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები მადლობის სიგელებით დააჯილდოვეს. ღონისძიება ბაგრამის საავიაციო ბაზაზე, ავღანური მოკავშირე ქვედანაყოფის დისლოკაციის ადგილზე გაიმართა.
სომხეთის ანტი-სამთავრობო დემონსტრაციების ორგანიზატორი ნიკოლ პაშინიანი, რომელიც კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილების შემდეგ ქვეყნის სათავეში პრემიერ მინისტრის რანგში დარჩენილ და მანამდე პრეზიდენტად ორი ვადით მყოფ სერჟ სარგსიანს გადადგომისაკენ მოუწოდებს, აცხადებს, რომ იგი კვირას მოლაპარაკებებს გამართავს ახლადარჩეულ პრემიერ მინისტრთან, რომელთანაც მხოლოდ მისი გადადგომისა და ძალაუფლების გადაცემის საკითხებზე მოლაპარაკებებისთვის არის მზად.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში მორიგ ვიდეომიმართვას ავრცელებს. ვიდეომიმართვაში სააკაშვილი „საქართველოს ბანკისა“ და „თიბისი ბანკის" დირექტორებს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ მათ ერთად შარშან 9 მილიონ დოლარზე მეტი ხელფასი აიღეს და როგორც ყოფილი პრეზიდენტი ამბობს, ეს იმ ფონზე, როდესაც „ხალხმა დაკარგა ბიზნესები და ყოველ მეორე პენსიონერს ბანკის ვალი აქვს".
„ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ 2012 წლის შემდეგ ჩვენი ქვეყანა სულ სხვა მიმართულებით - სწორი მიმართულებით ვითარდება, ქვეყანა აგრძელებს წინსვლას, სხვადასხვა მიმართულებით", ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელმა მდივანმა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ამბროლაურში, პარტიის რეგიონულ კონფერენციაზე განაცხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.