თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიაში გამართულ მორიგ სამუშაო თათბირს, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერი ბონდო სოფრომაძე მოადგილეებთან მანუჩარ ფანჩულიძესა და მერაბ სირაძესთან ერთად უძღვებოდა, მერიის სამსახურებისა და განყოფილებების უფროსები, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები, ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.
თელავში, ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებულ ბრიგადას პოლკოვნიკი იოსებ ნიკოლეიშვილი უხელმძღვანელებს. უფლებამოსილების გადაბარების ოფიციალური ცერემონიალი კადრირებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე გაიმართა.
ქიმიური იარაღის ინსპექტორებს სირიაში ნებას დართავენ იმ ტერიტორიაზე შევიდნენ, სადაც 7 აპრილს სავარაუდო ქიმიური თავდასხმა მოხდა, განაცხადა რუსეთმა.
ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე - ქვემო ფონიჭალაში, ავტომობილი არასრულწლოვანს დაეჯახა.
გაერთიანებული სამეფო სირიაში სამხედრო ოპერაციას შეუერთდა არა იმისათვის, რომ ესიამოვნებინა ამერიკის ხელისუფლებისათვის, არამედ თავისი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა, ტერეზა მეიმ.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა BBC-ის გადაცემა „Hardtalk“-ში საუბრისას უარყო დუმაში ქიმიური იარაღის გამოყენება და დასვა შეკითხვა, თუ რატომ განახორციელა შეერთებულმა შტატებმა მის მოკავშირეებთან ერთად სირიაზე საჰაერო დარტყმები ერთი დღით ადრე, სანამ საერთაშორისო ინსპექტორები ჩავიდოდნენ ტერიტორიაზე.
„მედია და ხელისუფლება ჰიბრიდული გამოწვევების პირისპირ“ - სემინარი საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის ორგანიზებით მედიის წარმომადგენლებისთვის ჩატარდა.
თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლასა (DIB) და ნიდერლანდების სამეფოს კლინგენდაელის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის ორგანიზებით, ტრენინგი - „კონფლიქტის ანალიზი და კონფლიქტის“ მართვა დაიწყო.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის ეტალონ მოსწავლეს გიორგი გენგაშვილს, მეორე ადგილის მფლობელ მირანდა მდივანს და მესამე ადგილზე გასულ სოფიკო სალთხუციშვილს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი რამაზ ბუდაღაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ტარიელ ჯანხოთელი და განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ავთანდილ ჯანხოთელი შეხვდნენ.
წყალტუბოს ბუნებრივი და ტურისტული რესურსების წარმოჩენა; ინვესტიციების მოზიდვა; ინფრასტრუქტურის მოწესრიგება; სამკურნალო ტურიზმის განვითარება; წყალტუბოს მსოფლიო და ევროპული დონის კურორტებთან მიახლოება - ეს ის უმთავრესი საკითხებია, რის განხორციელებასაც (ა)ი.პ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ცენტრის“ ხელმძღვანელი თორნიკე ჯიქია ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობითა და ინვესტორებთან თანამშრომლობით გეგმავს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.