2018 წელს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში: სართიჭალაში, აღთაკლიაში, ყარათაკლიასა და ყარაჯალარში გზის 8, 21 კილომეტრიანი მონაკვეთი მოასფალტდება.
25 მარტს გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრი დაარსებიდან 15 წლისთავს აღნიშნავს. იუბილე ცენტრისთვის გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიის სტატუსის მინიჭებითა და სერჟანტთა სამეთაურო-საშტაბო კურსის დაწყებით აღინიშნა.
უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო მიიჩნევს, რომ ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის და უმაღლესი რადას დეპუტატის, უკრაინის ეროვნული გმირის, ნადეჟდა სავჩენკოს „მხილება“ სპეცსამსახურებისთვის განკუთვნილ სახელმძღვანელოებში ღირებულ გვერდებს დაიკავებს.
პროკურატურა სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძრის გაჩენის ფაქტზე დაკავებული პირებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას მოითხოვს. ამის შესახებ მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.
საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი უმცროსი სერჟანტი, არჩილ ტატუნაშვილი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს. დაკრძალვის ცერემონიალს საქართველოს თავდაცვის მინისტრი დაესწრო.
საქართველოს პრეზიდენტი, შვილთან ანა მარგველაშვილთან ერთად, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე არჩილ ტატუნაშვილის დაკრძალვას დაესწრო, ოჯახს მიუსამძიმრა და მის ხსოვნას პატივი მიაგო.
საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ოკუპირებულ ცხინვალში გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილი ღირსებით ორდენით დააჯილდოვა.
არჩილ ტატუნაშვილი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს. ტატუნაშვილის ცხედარი წილკნიდან, მისი საცხოვრებელი სახლიდან დღეს დილით წეროვანში, წმინდა გიორგის სახელობის ეკელსიაში გადაასვენეს, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობდა.
ხონში უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდა. მობილური ჯგუფის სხვადასხვა პროფილის კვალიფიციურმა ექიმებმა მოსახლეობას, ომის ვეტერანებსა და მათი ოჯახის წევრებს სათანადო სამედიცინო მომსახურება გაუწიეს.
არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი წეროვანის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიიდან გამოასვენეს. ეკელსიაში სამოქალაქო პანაშვიდი დილიდან მიმდინარეობდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.