არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს საქართველოს ყოფილმა პრემიერ მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა მიუსამძიმრა. ივანიშვილი წეროვანში, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში ტატუნაშვილის სამოქალაქო პანაშვიდზე რამდენიმე წუთის წინ მივიდა.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მხარი დაუჭირა გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოზე წარმოდგენილ რეზოლუციას „საქართველოსთან თანამშრომლობა“ და ასევე მოუწოდა საბჭოს ყველა წევრს ამ რეზოლუციის მხარდაჭერისკენ.
გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოზე სესიაზე, სადაც განიხილებოდა რეზოლუცია „თანამშრომლობა საქართველოსთან“, გაერთიანებულმა სამეფომ საქართველოს მხარდამჭერი განცხადება გააკეთა.
„ყველაფერი, რაც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ ხდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ეს იმ უბედურების და იმ ომის გაგრძელებაა", აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან ახალგორის რაიონის გამგებელმა, ნუგზარ თინიკაშვილმა გააკეთა.
დღეს ქართველი გმირის, არჩილ ტატუნაშვილის დაკრძალვაა. ის ოკუპანტებმა წამებით მოკლეს. მოკლეს იმიტომ, რომ თავი არ დაუხარა, იმიტომ რომ უარი თქვა ეღიარებინა „ახალი რეალობა", იმიტომ რომ, ნამდვილი ქართველი იყო, ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
1967 წელს დაბადებული ი.ქ. და თურქეთის მოქალაქე, 1964 წელს დაბადებული ფ.ი. პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.
ოკუპირებულ ცხინვალში, გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი სოფელ წილკნიდან წეროვანში, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში გადაასვენეს.
საქართველოს პრემიერ მინისტრი აშშ-ის კონგრესსა და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას საკანონმდებლო დონეზე დაფიქსირებული კიდევ ერთი მტკიცე მხარდაჭერისათვის მადლობას უხდის.
შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ გუშინ სოფელ წილკანში არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს მიუსამძიმრა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ სასტუმრო „ლეო გრანდის“ ხანძრის ფაქტზე, ოთხთვიანი გამოძიების შედეგად, 2 პირი დააკავა. ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა, მამუკა ჭელიძემ განაცხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.