საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ ხელი მოაწერეს „ბელარუსის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის თანამშრომლობის შესახებ ჩარჩო ხელშეკრულებას".
საქართველოში დემოკრატიული კონსოლიდაციის კუთხით მიღწეული პროგრესი, რეფორმების ოთხპუნქტიანი გეგმა და ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება იყო საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და ევროპის საბჭოს დემოკრატიაზე მომხსენებელთა ჯგუფის წევრთა შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები.
ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი ზაქარია ენდელაძე, საკრებულოს თავმჯდომარე იმედა მღებრიშვილი, მერისა და საკრებულოს მოადგილეები და დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელი მიხეილ ბოჭორიშვილი სტუდენტური პარლამენტის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
ეკონომიკის, ბიზნესის, სოფლის მეურნეობის, ინფრასტრუქტურის, ლოგისტიკისა და განათლების მიმართულებით სექტორული თანამშრომლობის გაძლიერებაზე, შესაბამისი მემორანდუმებისა და შეთანხმებების გაფორმებაზე, ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებაზე იმსჯელეს დღეს საქართველოს და ბელარუსის პრეზიდენტებმა სამთავრობო დელეგაციებთან ერთად გაფართოებული შეხვედრისას.
წყალტუბო, საირმესთან ერთად, ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის წევრია. წყლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, წყალტუბოში რამდენიმე შემეცნებითი ღონისძიება გაიმართა.
წყლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ადიგენის მუნიციპალიტეტში დასუფთავების აქცია გაიმართა.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
ქალაქ გარდაბანში დასუფთავების აქცია ჩატარდა, რომელშიც გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი რამაზ ბუდაღაშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა ხელმძღვანელ პირებთან და თანამშრომლებთან ერთად ჩაერთო.
2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან განსახორციელებელი პროექტების ფარგლებში ქალაქ წყალტუბოში, ყაზბეგის ქუჩაზე მუნიციპალურ სასაფლაოსთან მისასვლელი გზის აღდგენა მიმდინარეობს. სამუშაოები წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა დაათვალიერა. აღინიშნა, რომ უახლოეს დღეებში დასრულდება აღნიშნულ გზაზე ბეტონის საფარის დაგება.
წილკანში არჩილ ტატუნაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. ტატუნაშვილის ოჯახს გიგა ოთხოზორიას ოჯახის წევრებმა მიუსამძიმრეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.