საქართველოს პრეზიდენტმა ვაშინგტონში სენატორ დიკ დერბინთან შეხვედრისას საქართველო - ამერიკის ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერებაზე, რეგიონში უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებულ გამოწვევებზე და საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობაზე ისაუბრა.
არჩილ ტატუნაშვილი საქართველოს მოქალაქეა, რომელიც საერთაშორისო მისიებში მონაწილეობით საერთაშორისო უსაფრთხოებას იცავდა და რომელიც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში დაიღუპა, სულ რამდენიმე კვირის წინ. ეს კიდევ ერთი საგანგაშო სიგნალია - რუსეთი რეგიონში დესტაბილიზაციის საფრთხეს ქმნის, განაცხადა პრეზიდენტმა.
სასამართლომ ყაჩაღობაში ბრალდებულს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ მთავარი პროკურატურა გაცხადებას ავრცელებს.
ვარძიის ადმინისტრაციულ ერთეულში, მერის წარმომადგენლის, მზექალა გლუნჩაძის ინიციატივითა და შუამდგომლობით, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროგრამის „ბავშვთა სოფელი“ ფარგლებში, ოჯახს საჩუქრად ავეჯი გადაეცა.
საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის რეზიდენციაში, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში ახალი სკოლამდელი დაწესებულების მშენებლობის პროექტის საგრანტო ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონია გაიმართა.
რუსეთის მიერ განხორციელებული მცოცავი ოკუპაცია და უკანონო ქმედებები ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რომლის ერთ-ერთი გამოხატულება ცხინვალის რეგიონში საქართველოს მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის დაღუპვის საგანგაშო შემთხვევაცაა, ძლიერი დაძაბულობის შემტანია რეგიონში, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ „ერთსულოვნად უდგას გვერდში“ თავის „უახლოეს მოკავშირეს“, დიდ ბრიტანეთს და მხარს უჭერს მის გადაწყვეტილებას ქვეყნიდან 23 რუსი დიპლომატის გაძევებასთან დაკავშირებით.
ამერიკის შეერთებულ შტატებში ნობელის პრემიის ლაურეატი ქიმიის დარგში ეიჩი ნეგიში საავადმყოფოში მოათავსეს, ხოლო მისი მეუღლე კი გარდაცვლილი იპოვეს, იტყობინება ტელეარხი WREX-TV.
"Check in Georgia უაღრესად მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც წინა წლებთან შედარებით, წელს ბევრად უფრო დაიხვეწა და მრავალფეროვანი გახდა" , განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა Check in Georgia -ს 2018 წლის პრეზენტაციაზე.
პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ქუვეითის დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის „Jazeera Airways” პრეზიდენტს როჰიტ რამაჩანდრანსა და ვიცე-პრეზიდენტს რაფიკ ბოგდადს შეხვდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.