„დილით უკვე ტემპერატურაც აღარ ჰქონდა. მედიკამენტების მიღებას არ საჭიროებს, თავს უკეთ გრძნობს და რეაბილიტაციის მიზნით სახლში კიდევ რამდენიმე დღე დარჩება“, განუცხადა „საზოგადოებრივ მაუწყებელს" ცისანა შარტავამ.
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მერია დედაქალაქში პარკირების სისტემასთან დაკავშირებული პრობლემების მთლიანად მოგვარებას აპირებს.
შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორად გიორგი ყაყიჩაშვილი დანიშნა.
საქართველო-ლიტვის ორმხრივი თანამშრომლობის ძირითადი საკითხები და ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი გააქტიურება იყო მთავარი თემები საქართველოსა და ლიტვის დელეგაციების გაფართოებულ შეხვედრაზე.
საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა პირისპირ შეხვედრაზე უმასპინძლა ლიტველ კოლეგას საულიუს სკვერნელისს, რომელიც საქართველოში ოფიციალურ ვიზიტად იმყოფება.
ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში მარშალ ფაჰიმის სამხედრო აკადემიაზე თავდასხმის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა. BBC ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს სპიკერზე დაყრდნობით იტყობინება, რომ შემთხვევის შედეგად, 10 ავღანელი ჯარისკაცი დაშავდა.
საქართველოს ოფიციალურ ვიზიტად ლიტვის პრემიერ მინისტრი საულიუს სკვერნელისი ეწვია. ლიტველ კოლეგას პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა, სადაც დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.
პროკურატურამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების შესაძლო ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ განცხადებას მთავარი პროკურატურა ავრცელებს.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი ბონდო სოფრომაძე მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. თერჯოლის მერიის პრესსამსახურის ცნობით, სოფელ ნახშირღელის მოსახლეობას მუნიციპალიტეტის მერი ბონდო სოფრომაძე და საკრებულოს თავმჯდომარე ნინო ჯანელიძე ნიკოლაძეების უბანსა და სოფლის ცენტრში მოადგილეებთან, საკრებულოს წევრებთან და სამსახურის უფროსებთან ერთად შეხვდნენ.
„იკეას“ ავეჯის მაღაზიათა ქსელის შვედი დამფუძნებელი, მილიარდერი ინგვარ კამპრადი 91 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ კომპანიამ განაცხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.