შინაგან საქმეთა სამინისტრო არის ღია და გამჭვირვალე. ჩვენ საზოგადოებას დავპირდით, რომ მნიშვნელოვან საკითხებზე რეგულარულად მივაწვდიდით ინფორმაციას, განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე, მინისტრის მოადგილემ, ნინო ჯავახაძემ.
თბილისის მერი კახა კალაძე საგანგებო ბრიფინგზე მეტროსადგურ „ვარკეთილში“ მომხდარ ფაქტს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. როგორც კალაძემ განაცხადა, მეტროსადგური ახლადრეაბილიტირებული იყო და სახეზეა სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის უპასუხისმგებლობა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია ლევან იზორიას ხელმძღვანელობით რუმინეთში ოფიციალურ ვიზიტად გაემგზავრა. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელს მასპინძლობას რუმინელი კოლეგა მიჰაი-ვიორელ ფიფორი გაუწევს.
„თუ ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ ისეთი პაკეტი, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში აბსოლუტური ფორმით თავიდან აგვაცილებს იმას, რაც მოხდა გირგვლიანის მიმართ, ამ შემთხვევაში, მე ასეთ პაკეტს მხარს დავუჭერ“, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ფრაქცია „ქართული ოცნების“ ინიციატივაზე საუბრისას განაცხადა, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსში ე.წ. გირგვლიანის შესწორებების ინიციატივით გამოდის.
თბილისის ყოფილი მერი დავით ნარმანია აცხადებს, რომ მეტროსადგურ „ვარკეთილში“ სარემონტო სამუშაოები, თავის დროზე, წესების დაცვით ჩატარდა.
„რისი გაკეთებაც არის საჭირო კანონმდებლობის დონეზე, იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება იყოს დაცული, ყველაფერი გაკეთდება პარლამენტის მიერ“, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მეტროსადგურ „ვარკეთილში“ მომხდარ შემთხვევაზე საუბრისას.
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მეტროსადგურ „ვარკეთილში" დაშავებულთა სამედიცინო ხარჯებს თბილისის მერია და ჯანდაცვის სამინისტრო დაფარავს.
თბილისში, მეტროსადგურ „ვარკეთილში” ჭერის ჩამონგრევის შედეგად არც ერთი დაშავებულის მდგომარეობა არ არის კრიტიკული, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ ინგოროყვას კლინიკაშინ, სადაც ოთხი დაშავებული მოინახულა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთსა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებს შორის საბაჟო შეთანხმებასთან დაკავშირებით საქართველოს პროტესტს უსაფუძვლოს უწოდებს. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.